როგორ დავმალოთ აბაზანაში კანალიზაციის მილები

მილი თვალსაჩინო ადგილზე ნებისმიერ ადამიანს გაუფუჭებს ხასიათს. ყველა ვხვდებით, რომ ისე უნდა იყოს დამალული, არ ჩანდეს. მოდით ვნახოთ, როგორ გავაკეთოთ ეს?

საპირფარეშო და აბაზანა ის ადგილებია, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დაზიანებები და საჭიროა წვდომა მილებთან. ამიტომ მილების კედელში ჩატანება ყველაზე კარგი გამოსავალი ნამდვილად არ არის. საამისოდ ყველაზე კარგი გამოსავალი თაბაშირმოუყაოს კონსტრუქციაა, რომელშიც ძალიან ეფექტურად შეიძლება დაიმალოს ყველა მილი თუ მოწყობილობა. რა თქმა უნდა, საამისოდ მოგიწევთ გარკვეული სივრცის მსხვერპლად გაღება, თუმცა შედეგი ამად ღირს.

ჯერ უნდა გაკეთდეს სპეციალური კარკასი, რომელიც შემდეგ
მიმაგრდება თაბაშირმუყაოზე სპეციალური ჭანჭიკებით. იმის გათვალისწინებით, რომ აბაზანაში მუდმივად არის ნესტი, უმჯობესია გამოიყენოთ ნესტგამძლე თაბაშირმუყაო. საბოლოოდ ეს კარკასი შეგიძლიათ მოაპირკეთოთ კერამიკული ფილებით.

ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელოსანი ადვილად მიუდგეს და ისიც გაითვალისწინეთ, რომ მას სამუშაოდ გარკვეული სივრცე დასჭირდება.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ წინასწარ არასდროს არავინ იცის, კონკრეტულად სად და რომელი ადგილი დაზიანდება. სწორედ ეს მომენტი ითხოვს თქვენგან იმპროვიზაციას.

ისიც იცოდეთ, რომ კარკასი მყარად უნდა ეკვროდეს კედელს, რათა მთლიანობის ეფექტი არ დაირღვეს. ამის გაკეთება კი მხოლოდ გამოცდილ ხელოსნებს შეუძლიათ.

კომენტარის დამატება