როგორ გამოვასოწოროთ რემონტის დროს დაშვებული შეცდომები

იდეალური რემონტი ყოველთვის როდის გამოდის, მაშინაც კი, როდესაც საქმეს პროფესიონალები აკეთებენ. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამ შეცდომებს გვიან ვნახულობთ ხოლმე. არის ისეთი ელემენტები, რომელთა ატანაც და რასთან თანაცხოვრებაც შესაძლებელია, ზოგიერთი შეცდომა კი გამოსწორებას იმსახურებს.

 ჭკვიანი ნათურა და ჩამრთველი

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩამრთველი ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ არანაირად ხერხდება მასთან კომფორტული კომუნიკაცია, ამას მხოლოდ რემონტის შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, ავეჯის განთავსების დროს.
ალტერნატიული ვარიანტია ჭკვიანი ნათურა და ჭკვიანი ჩამრთველი, რომელთა მართვაც სმარტფონითაც არის შესაძლებელი.

ახალი სადენი

ჭკვიანი ნათურა და სადენი საკმაოდ
ძვირი სიამოვნებაა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც ყველას არ აქვს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი სადენი, რომელსაც კედლის ზემოდან გადაატარებთ და სპეციალურ სადენის ბუდეში მოათავსებთ.

განათების ტრეკული სისტემა

არანაკლებ გავრცელებული შეცდომაა არასაკმარისი განათება. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი სანათები, თუმცა შეგიძლიათ დაამატოთ უბრალოდ ტრეკული განათება.

ტორშერები

თუ განათების ტრეკული სისტემა არ უხდება თქვენს ინტერიერს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორშერები, შესაბამისი ფორმის და სტილის.

ამობურცული ლამინატი

ლამინატის მთავარი უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ ძალიან მგრძნობიარეა ნესტის მიმართ. თუ შეატყვეთ, რომ, ლამინატი ამოიბურცა, შეგიძლიათ კიდეებში მოჭრათ.

შეკიდული ჭერი

არასწორი ჭერი საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა რემონტის შემდეგ, ამის გამოსწორების ყველაზე მარტივი საშუალებაა გასაჭიმი ჭერი, ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ პრობლემის მოგვარებას.

გადაღებეთ ფილები

არანაკლებ ხშირად ხდება ხოლმე, რომ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო რჩება ადამიანი კერამიკული ფილებით, თავიდან გაკეთება მარტივი საქმე რომ არ არის, ყველამ კარგად ვიცით, ალტერნატიული ვარიანტი კი ფილების გადაღებვაა.

შუშის კარები

ოთახშორისი შუშის კარები აღარ არის ისეთი აქტუალური, ყრუ კარი ბევრად ეფექტურად და ლამაზად გამოიყურება ინტერიერში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები