რატომ აწებებდნენ შპალერის ქვეშ გაზეთებს და რას იყენებენ დღეს მის ნაცვლად

ფქვილისგან მოდუღებული წებოთი გაჟღენთილი გაზეთები შპალერის ქვეშ ბევრ ჩვენგანს ახსოვს.
მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდა მას შემდეგ ტექნოლოგიები და რამ ჩაანაცვლა გაზეთები შპალერის ქვეშ?
შპალერის ქვედა ფენად გაზეთების გამოყენება მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი, ამ მეთოდს სხვა ქვეყნებიც წარმატებით იყენებდნენ მე-19 საუკუნიდან, როდესაც შპალერის გამოყენება ფართო მასებისთვისა შესაძლებელი გახდა.
აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს, 1930-იან წლებში, საბჭოთა კავშირში კი 1960-1970-იან წლებში და მაგალითად, ინდოეთისა და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, ეს მეთოდი ეკონომიკური სიდუხჭირის დროს რეალურად შველოდა ადამიანებს.

გაზეთი მათ ერთდროულად რამდენიმე
პრობლემას უგვარებდა:
  • ასწორებდნენ ზედაპირს
  • ავსებდნენ ნაპრალებს და ამით თავიდან იცილებდნენ ცივი ჰაერის შემოსვლას
  • ეს იყო დამატებითი ხმის იზოლაცია

სხვათა შორის, ანალოგიური დანიშნულება ჰქონდა (არ ვგულისხმობთ დეკორატიულ მხარეს) კედელზე დაკიდებულ ხალიჩასაც.
გამომდინარე იქიდან, რომ გაზეთი არ იყო გათვალისწინებული, როგორც შპალერი, ის ვერ ჩაანაცვლებდა მის ხარისხს, ასევე ტიპოგრაფიულ საღებავს დროთა განმავლობაში შესაძლოა დაეზიანებინა წებო, დღესდღეობით ეს მეთოდი სულ უფრო იშვიათად გამოიყენება. ის წარმატებით ჩაანაცვლა თანამედროვე მასალებმა.

დღესდღეობით შპალერი ბევრად გამძლე და მაღალი ხარისხის გახლავთ. კედლები გასასწორებლად კი იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიც არის გრუნტი, ბათქაში, თაბაშირმუყაო, ასვე ფიბროცემენტის ფილები. არსებობს კიდევ კედლის გასასწორებელი სპეციალური ნაზავი. ყველა ეს მეთოდი იძლევა ბევრად კარგი შედეგის მიღწევის საშუალებას.
თანამედროვე მეთოდები გამოყენების შემდეგ, გაზეთებთან შედარებით, ვიღებთ უფრო მყარ და სწორ ზედაპირს.
რა თქმა უნდა, ეს ერთგვარად განაპირობებს ხარისხს და აქედან გამომდინარე, ექსპლუატაციის დროს.
კედლის გასასწორებელი ზოგიერთი მასალა, მაგალითად, თაბაშირმუყაოს ფილები, უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას და სითბოს შენარჩუნებას.
და ბოლოს, თანამედროვე მასალები ბევრად უსაფრთხოა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები