როგორ შევარჩიოთ ნიჟარა აბაზანისთვის


ნიჟარა აბაზანაში, რა თქმა უნდა, ჰიგიენური ფუნქციების შესარულების საშუალებაა, თუმცა, გარდა ამისა, ის აბაზანის ინტერიერის შექმნის მთავარი, საყრდენი წერტილიც გახლავთ. მოდით ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს ნიჟარა.
პირველი, რითაც შესაძლოა ნიჟარები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, არის ფორმა. ბაზარი სულ ახალ-ახალ ვარიაციებს გვთავაზობს, თუმცა არის უცვლელი ფავორიტები, რომლებიც არ თმობენ პოზიციებს, მხოლოდ უმნიშვნელოდ ადაპტირდებიან თანამედროვე ტრენდებთან.

ოვალური ნიჟარა


ეს ფორმა ბევრ სტილს უხდება, განსაკუთრებით, კლასიკურს.
ის შესაძლოა იყოს ჩაშენებული ან ზემოდან განთავსებული. ჩაშენებული ბევრად კომპაქტური და მოსახერხებელია.

მრგვალი ნიჟარა


მრგვალი ნიჟარა ცოტა უჩვეულოდ, თუმცა
დახვეწილად გამოიყურება. როგორ წესი, უფრო ღრმაა. მისთვის შემრევი სპეციალურად უნდა შეირჩეს.

ნახევრად მრგვალი ნიჟარა

კედელს მიბჯენილი ნახევრად მრგვალი ნიჟარა კლასიკაა. ის შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, რაც ამ მოდელ უნივერსალურს ხდის. ძალიან მოხერხებული ვარიანტია შეზღუდული სივრცისთვის.

კვადრატული ნიჟარა


ეს გახლავთ შედარებით მკაცრი, მინიმალისტური ტიპის ნიჟარა. ცოტა რომ შეარბილოთ მისი ვიზუალი, შეარჩიეთ შედარებით მომრგვალებული კუთხეების მქონე.

სწორკუთხა ნიჟარა


ეს შედარებით იშვიათი, თუმცა უფრო თანამედროვე მოდელია.
უხდება როგორც რეტროს, ისე ჰაი-ტეკის სტილს. არჩევანი ძალიან დიდია ზომის და სიღრმის მიხედვით. ასეთ ნიჟარას შესაძლოა ჰქონდეს როგორც მკაცრი, ისე ვინტაჟური იერი.

რაც შეეხება ნიჟარების მონტაჟს, შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ კომუნიკაციებიც.
ჩაშენებულ ვარიანტში კომუნიკაციები დაფარულია კარადაში და საერთოდ არ ჩანს. ის ადვილი მოსავლელია.

დასადები ნიჟარა ძალიან ადვილად მონტაჟდება პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე. ასეთი ნიჟარა ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება.
იატაკზე დასადგამი ნიჟარა ერთი მთლიანი კონსტრუქციაა. ის შესაძლოა დამონტაჟდეს ნებისმიერ აბაზანაში.


ასევე აქტუალურია დასაკიდი ნიჟარა, რომელიც კედელზე მაგრდება. მას ძირითადად პატარა ზომის აბაზანაში იყენებენ ან მაშინ, როდესაც სტილი მოითხოვს.

რაც შეეხება მასალას, ის ძალიან ბევრნაირია.



არის შუშის, ქვის (ბუნებრივიც და ხელოვნურიც) , ფაიფურის, მეტალის, ხის, კერამიკის. სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ვიზუალით, ფასით და გამძლეობით, თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ მათგანი გამოყენების დროს არის პრაქტიკული და კომფორტული.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები