იატაკის მოჭიმვის დროს დაშვებული უხეში შეცდომები

იატაკის მოჭიმვა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ბევრი ადამიანის ამის გაკეთებას სპეციალისტის დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით ცდილობს ხოლმე, თუმცა ხშირად მცდელობა კრახით დასრულებული. მოდით ვნახოთ, რა შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში წარუმატებლობის მიზეზი.

დემპერის ლენტის არარსებობა



დემპერის ლენტი არის რბილი მასალა, რომელიც დამზადებულია პოლიეთილენის ქაფზე და განკუთვნილია ოთახის პერიმეტრის გასწვრივ დასაყენებლად. ლენტი გამოყოფს მომავალ მოჭიმვას კედლიდან. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შეძლოთ ხსნარის თერმული გაფართოების კომპენსირება, როდესაც თქვენი მოჭიმვა გადავა თხევადიდან მყარ მდგომარეობაში. ფირის არარსებობის შემთხვევაში მოჭიმული იატაკი აუცილებლად
მიებჯინება კედელს და შეიძლება გაიბზაროს. დემპერის ფირის სისქე გამოითვლება მოჭიმვის სისქიდან გამომდინარე.

არასწორი ნაზავის გამოყენება

ცემენტისა და ქვიშის ნაზავი ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი სამუშაო მასალა ნამდვილად არ არის. ზოგჯერ, სააქმის გამარტივების მიზნით, ხსნარში დიდი რაოდენობით წყალს უმატებენ. წესების მიხედვით, ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია. წყლისა და ნაზავის თანაფარდობის დარღვევამ შესაძლოა მკვეთრად იმოქმედოს საბოლოო შედეგზე. ზუსტი პროპორციები ყოველთვის მითითებულია მასალის შეფუთვაზე.

დანაზოგი "მაიაკის" დამონტაჟებაზე

"მაიაკი" განსაზღვრავს მომავალი იატაკის დონეს. ძალიან ხშირად, მშენებლები თავს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა გარწმუნებთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად ამის გაკეთება ნამდვილად ღირს.

მომავალი იატაკის დონის არგანსაზღვრა

მოჭიმვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მომავალი იატაკის სიმაღლე და დონე.
ასევე აუცილებელია მოჭიმვამდე ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა და გასუფთავება მტვრისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები