ღირს თუ არა გარემონტებული სახლის ყიდვა - პლიუსები და მინუსები


გარემონტებული ბინების ყიდვა მყიდველს ბევრად იაფი უჯდება, ვიდე მერე თავად გარემონტება -  ასე ამბობენ ბინების ბიზნესში ჩართული ადამიანები. როგორც წესი, მშნებელი კომპანია გარკვეული ხარისხის საბაზისო რემონტს რამდენიმე ვარიანტად აკეთებს. მასალებს საბითუმო ფასად ყიდულობს.

პროექტი ყველა ბინას სტანდარტული აქვს, ამიტომ დაპროექტებაში ზედმეტი თანხის გადახდა აღარ უწევს.
თუმცა, გარემოტებული ბინის შეძენის შემთხვევაში, მყუდველს უნდა ესმოდეს, რომ მას აღარ ექნება საშუალება საკუთარი სურვილის გათვალისწინებით შეიტანოს პროექტში ან რემონტში რაიმე სახის ცვლილება. არ ექნება არჩევანის საშუალება, უფრო იაფი ან უფრო ძვირიანი რემონტი გააკეთოს, მას ზუსტად იმდენის გადახდა მოუწევს, რამდენსაც
მშენებელი მოითხოვს, ანუ რამდენიც დაუჯდება მშენებლს აღნიშნული რემონტი.

არადა, იმასაც აღიარებენ, რომ გარემონტებული ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს აუცილებლად უწევს გარკვეული კორექტირების შეტანა, რაც მისთვს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ვინც გარემოტებული ბინის ყიდვას აპირებს, სპეციალისტები ურჩევენ ყურადღება მიაქციონ რემონტის ხარისხს, კარად გამოიკითხონ დეტალები კორპუსის მაცხოვრებლებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ბინის ყიდვის საბოლოო გადაწყვეტილება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები