გჭირდებათ თუ არა ხის იატაკი?


იატაკის შერჩევა ნებისმიერი ადამიანისთვის თავსატეხს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც სარემონტო ინდუსტრიაში უამრავი ახალი მასალა გაჩნდა, საკმაოდ აქტუალურია კითხვა: ინარჩუნებს თუ არა ხის იატაკი პირვანდელ ინტერესს და პოპულარობას? თუმცა, ამ შეკითხვას ყოველ ჯერზე ერთი პასუხი აქვს: ხის იატაკი, თანამედროვე სამყაროშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შესაშური რეპუტაციის მქონე მასალაა.

უფრო ზუსტად, ხის იატაკი ცნობილია თავისი უბადლო სილამაზით, გამძლეობითა და ელეგანტურობით, რაც ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებული ელფერითა და ენერგიით ავსებს. ხის იატაკებს შორის, პარკეტი უნიკალური ვიზუალური ესთეტიკითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამიტომაც, ამ სტატიაში,
ხის იატაკის უპირატესობებს გაგაცნობთ, რაც ვფიქრობთ, დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ გჭირდებათ, თუ არა ხის იატაკი თქვენი სახლისა თუ ბიზნესსივრცისთვის:

ინტერიერის გაუმჯობესება

ალბათ, ნებისმიერი მკითხვები დაგვეთანხმება, რომ ხის იატაკის ვიზუალური მომხიბვლელობის სიტყვებით შეფასება, უბრალოდ შეუძლებლია. პარკეტს კი შეფასების ეს შკალა, თავისი გეომეტრიული ფიგურების ვიზუალური ნიმუშებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. რომელიც არ უნდა გერჩივნოთ, იქნება ეს კლასიკური ჰერინგბონი, ელეგანტური შევრონი, თუ თანამედროვე მოზაიკური დიზაინი, - პარკეტის იატაკი არტისტული დახვეწილობით გაალამაზებს ნებისმიერ ოთახს. ხის მასალების მრავალფეროვნება, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ თქვენთვის სასურველ ინტერიერის დეკორს აუცილებლად იპოვით.

გამძლეობა

ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ხის იატაკი, მათ შორის, პარკეტი, მასალის წარმოუდგენელი გამძლეობაა. ლამინატის იატაკისაგან განსხვავებით, პარკეტი ათწლეულების განმავლობაში უძლებს მძიმე დატვირთვიტ გადაადგილებას და შესაბამისად, არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს შთამომავალ თაობებსაც კი მინიმალური ცვეთით ემსახურება. რაც მთავარია, პარკეტის განახლება, მისი გამოცვლის გარეშე, მარტივადაა შესაძლებელი.

უკეთესი ჰაერი

მათ, ვინც ჯანმრთელობას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს, ხის იატაკი შეუცვლელ უპირატესობას სთავაზობთ: ზოგიერთი კონკურენტი მასალისაგან განსხვავებით, ხის იატაკი არ იკავებს მტვერსა და ალერგენებს. რაც მთავარია, მისი გაწმენდა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ხის იატაკი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ასთმა და რესპირატორული დაავადებები აწუხებთ. ასევე ოჯახებისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომლებიც იატაკზე ხოხვასა და თამაშში დიდ დროს ატარებენ.

სამომავლო ინვესტიცია

ხის იატაკის დამონტაჟებას, განსაკუთრებით, პარკეტის დაგებას, თქვენი უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პარკეტი პირველად გამოჩნდა სარემონტო მასალების ასპარეზზე, მასზე მოთხოვნა და მისი ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. ეს კი განპირობებულია იმ ყველაზე რთული გამოცდით, რომელიც ხის იატაკმა უკვე ჩააბარა - იგი უძლებს დროის ცვლილებას ისე, რომ არასოდეს კარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას და შესაბამისად, - აქტუალობას.

სტატისტიკურად, პოტენციური მსყიდველობითი უნარის მქონე აუდიტორია უპირატესობას ყოველთვის ისეთ უძრავ ქონებას ანიჭებს (როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული მიზნებისთვის), სადაც ხის იატაკია გამოყენებული, რაც განპირობებულია პარკეტის ავტორიტეტიტა და რეპუტაციით.

გახსოვდეთ, ხის იატაკში ინვესტიციის ჩადება ჭკვიანური ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომელიც უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

მრავალფეროვნება

ხის იატაკი დიზაინის სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობას აერთიანებს. ტრადიციულიდან დაწყებული, თანამედროვემდე თუ რუსტიკული სტილით დამთავრებული, ხისტი იატაკი დამატებითი ძალისხმევისა და დეკორაციული საჭიროების გარეშე, ნებისმიერი ოთახის ატმოსფეროს აძლიერებს და კიდევ უფრო ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რემონტს მისაღები ოთახისთვის, საძინებლის თუ საოფისე ფართისთვის აკეთებთ, ხის იატაკი თბილი, მიმზიდველი და მდიდრული სივრცის შექმნის გარანტია.

სად შევიძინო ხის იატაკი?

ხის იატაკის შეძენა ძალიან ბევრ ობიექტზეა შესაძლებელი. თუმცა, როცა მაღალი ხარისხის მასალის შეძენა გვსურს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ როგორც მწარმოებელი კომპანიის სანდოობასა და იმიჯს, ასევე შემომტანსაც, რათა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი იმედგაცრუებისაგან. სწორედ ამიტომ, "გალერეა დემასი", რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე მრავალი წელია პრემიუმ ხარისხს ამკვიდრებს, ხის იატაკის საიმედო და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. დემასის ფილიალებში ბელგიური წარმოების ვინილის იატაკს შეხვდებით. უფრო ზუსტად, შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ ისეთი ცნობილი და პოპულარული ბრენდის ნიმუშები, როგორიცაა Boen, Gunreben და Spacva. რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ვარიანტების დათვალიერება შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

R



კომენტარის დამატება