ხარისხისა და დიზაინის სინთეზი ერთ სივრცეში - ვინ არის Mosaics-ი და რატომ აკეთებენ მასზე არჩევანს ინტერიერის დიზაინის მოწყობისას?


ინტერიერის დიზაინი არის სურვილების, იდეებისა და დამოკიდებულების გამოხატულება საკუთარ სივრცეში. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძლიერი და არსებითი ნაწილია. ინტერიერი გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზეც კი. ამიტომაც სწორად დაგეგმილ სივრცეებს, იქნება ეს კომფორტული სახლები თუ ფუნქციური სამუშაო და საჯარო სივრცეები, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მთელს მსოფლიოში ინტერიერის დიზაინს სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება ექცევა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მზარდია მოთხოვნა მსოფლიო ბრენდებზე, მაღალი ხარისხის მასალებზე, ფერებსა და მსოფლიო ტენდენციებზე. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, ინტერიერში ნებისმიერ დეტალს მიანიჭოს მნიშვნელობა, მიმზიდველი და რაც

მთავარია, ფუნქციური გახადოს და ხაზი გაუსვასთავის ინდივიდუალიზმს. ხშირად ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მიღებული შედეგი გაწეულ სამუშაოს ამართლებს.

სწორედ აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა პრემიუმ ტიპის სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი-Mosaics, რომელიც ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი აძლევს საშუალებას, ნებისმიერ კრეატიულ იდეას შეასხას ფრთები.
Mosaics-ის ისტორია 2021 წლიდან იწყება, კომპანიის დაარსების ძირითად მიზანს წარმოადგენდა პრემიუმ ტიპის სარემონტო - მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომს გახდიდა განსხვავებულ, ფერად, თანამედროვე, მაღალი ხარისხის მქონე, ექსკლუზიურ ევროპულ ბრენდებს.

შოურუმ Mosaics-ში წარმოდგენილია: კერამიკული და დიდი ზომის ფილები, რადიატორები, ბუნებრივი ხის იატაკი, სანიტარული კერამიკა, აბაზანები, საშხაპე სისტემები, შემრევები, სარკეები და სხვა.


რა მოთხოვნები აქვს დღეს მომხმარებელს სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით და რას სთავაზობს მათ Mosaics-ი, ამის შესახებ კომპანიის დირექტორი ირაკლი შამელაშვილი საუბრობს:


-  ვინ არის Mosaics-ი, რა მისია აქვს და რა სიახლეები შესთავაზა მან მომხმარებლებს?

- ჩვენს ქვეყანაში ურბანული განვითარების ტენდენციები მზარდია, განსხვავებული და ექსკლუზიური სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალებზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა. საქმემ, რომელსაც დამფუძნებელთა გუნდი გასული 10 წელი ვემსახურეთ, თვალნათლივ დაგვანახა განსხვავებული კონცეფციის შოურუმის საჭიროება, გამოცდილება გადავზარდეთ საქმეში და ასე შეიქმნა Mosaics-ი.მისირგვლივ ყველა სტატუსი გავაერთიანეთ: თანამედროვე, ელეგანტური, კლასიკური, მინიმალისტური და ვაქციეთ ახალი კონცეფციის სივრცედ, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის, დიზაინერების, არქიტექტორების კომფორტისა და მყუდრო გარემოს შექმნაზე, იმისათვის რომ უკეთ შეძლონ თავიანთი ხედვებისა და მიზნების რეალიზება.


- როგორია Mosaics-ის მომხმარებელი, რა საჭიროებები აქვთ მათ და როგორ პასუხობთ თქვენ მათ მოთხოვნებს?


- Mosaics-სშეუძლია დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელიც კი. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე, ასევე მინიმალისტური, კლასიკური და ვინტაჟური კოლექციები.


მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ პროდუქციის ვიზუალურ ნაწილზე, ბრენდზე, წარმომავლობაზე და რაც მთავარია, ფერებზე. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ფერები ადამიანებზე ემოციურად მოქმედებს. სწორედამიტომ, ჩვენს შოურუმში აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება და ჩვენი მრავალრიცხოვანი პროდუქცია იძლევა იმის შესაძლებლობას, მომხმარებელს არჩევანის შეუზღუდავი საშუალება ჰქონდეს.
ჩვენთან ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს სასურველი ფერის, ზომისა დაფორმის პროდუქცია, იქნება ეს კერამიკული ფილა, სანიტარული კერამიკა, შემრევი თუ რადიატორი.

- როგორც ვიცი, Mosaics-ში მომხმარებელთა განსაკუთრებული მომსახურების სტანდარტი გაქვთ, რას გულისხმობს ის?

- დიახ, განსხვავებული პერსონიფიცირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მომხმარებელს ინდივიდუალურად ვემსახურებით. ეს მათ ჩვენთან ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ასევე, ჩვენს შოურუმში გამოყოფილი გვაქვს სპეციალური სამუშაო სივრცე დიზაინერებისთვისა და არქიტექტორებისთვის.

Mosaics-ის შოურუმი მისამართზე: თბილისი, აკ. ბელიაშვილის 68

- რომელი დიზაინერული ბრენდებია წარმოდგენილი Mosaics-ის შოურუმში და რით არის ისინი გამორჩეული?
- Mosaics-მა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა სხვადასხვა სახეობის 20-მდე ბრენდი,რომელთაც მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავს. მათ შორის არის: ABK Group, 41ZERO42, Emilgroup, Daniel,Globo, Flaminia, Irsap, Frevini, Paradorდა სხვა.
თითოეულ მათგანს თავიანთ კატეგორიაში გამოარჩევს ინდივიდუალურობა და უმეტესი მათგანი ევროპის წამყვანი დიზაინერების მიერ არის შექმნილი.

Mosaics-ის შოურუმი მისამართზე: თბილისი, აკ. ბელიაშვილის 68

ჩვე ნყოველთვის ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სიახლეების დანერგვას, მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ თანამედროვე კოლექციები, ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიო ტენდენციები, რადგანაც მიგვაჩნია, რომ სახლი არის სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, დიზაინერული შტრიხები ქმნიდეს ჰარმონიულ კლიმატს.

-  საინტერესოა, დღეს ინტერიერის დიზაინისა და მასალების რა ტენდენციებია აქტუალური და რას ანიჭებენ საქართველოში მომხმარებლები უპირატესობას?
- მომხმარებლების აქტიურობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესი ნაწილი ფერად დეტალებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითისთვის, Irsap-ის ფერად რადიატორებს ჩვენთან საკმაოდ ზრდადი გაყიდვების დინამიკა აქვს.

ასევე ძალიან აქტიურია დიდი ფორმატის ფილები, მათ შორის, დეკორატიული სახის მქონე ფილები ART WALLS - ვიზუალი, რომელიც გადმოსცემს სიცოცხლეს.

ასევე საკმაოდ მოთხოვნადია სანიტარული კერამიკის დიზაინერული შტრიხები და ა.შ

- რა წარმატებული პროექტები აქვს განხორციელებული Mosaics-ს განვლილი ორი წლის განმავლობაში?
- შექმნიდან დღემდე, 1500-მდე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რომელიც აერთიანებს როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე კომერციული დანიშნულების ობიექტებს. დინამიკა მზარდია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,რომ ქართველ მომხმარებელს აქვს მზაობა და მოთხოვნა, მიჰყვეს თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს.


- რა სიახლეებს შესთავაზებს Mosaics-ი მომხმარებლებს უახლოეს მომავალში?
ძალიან მალე დავასრულებთ მუშაობას რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე. ასევე გახსნის დღიდან Mosaics-ი არ წყვეტს განვითარებას და სულ მალე, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.

NS

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები