გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მაცივარი სითბოს გამოყოფს. ბლოკის შიგნით არის ფრეონის მილი, რომელიც შთანთქავს სითბოს და გადაამისამართებს მას კომპრესორის მეშვეობით კონდენსატორში - სითბოს გაცვლის სპირალურ მოწყობილობაში, რომელიც მაცივარს უკანა გარე კედელზე აქვს.

იქ ფრეონი სითბოს გამოყოფს და შემდეგ ისევ მილში ბრუნდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა მაცივარში, მით უფრო ინტენსიურად მუშაობს მთელი ეს სისტემა და იზრდება ენერგიის მოხმარება.
როცა მაცივარში ცხელ საკვებს დგამთ, რა თქმა უნდა, ამის შედეგად ერთბაშად არ გაკოტრდებით, მაგრამ თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ნუ გაგიკვირდებათ ელექტროენერგიის გადასახადების ზრდა.
უნდა
ელექტროძრავსაც ემუქრეა საფრთხე, ასევე შესაძლოა გაწყდეს ფრეონის ხაზი, გაფუჭდეს ვენტილატორი ("ნოუ ფროსთ" სისტემის მქონე მოწყობილობებში), გადაიწვას ნათურა, დაზიანდეს მინის ან პლასტმასის თაროები - ეს ყველაფერი ფატალური არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ძალიან უსიამოვნო მომეტებს შეგიქმნით.
დღესდღეობთ მწარმოებლები გვთავაზობენ "ჭკვიან" ძლიერ მოწყობილობებს, რომლებიც მზად არიან ცხელი საკვების გამოწვეული "სტრესისთვის": აგრეგატი არ დაიბნევა ასეთ საგანგებო სიტუაციაში, თერმული დაცვა იმუშავებს და გაგრილების მიზნით გამოირთვება. მაგრამ ერთჯერადი ეპიზოდები ერთია, რეგულარული კი სულ სხვა.

რაც უფრო ძველია მაცივარი, მით უფრო მეტად უნდა აკონტროლოთ, თუ რას ათავსებთ მასში: ქურიდან ახლად აღებულმა წვნიანმა შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძველი მოწყობილობის დაზიანება.
თუ მაცივარი შედარებით ახალია, მასზე გარანტია ვრცელდება თუმცა, სერვის ცენტრებში, როგორც წესი, პროფესიონალებს მუშაობენ რომლებიც სწრაფად ადგენენ დაზიანების ნამდვილ მიზეზს.
თუ მოწყობილობის დაზიანების მიზეზი ცხელი საკვების სისტემატური შენახვაა, მაშინ უარს გეტყვიან უფასო მომსახურებაზე.
ცხელი ჭურჭლიდან ტენიანობა აორთქლდება და მოწყობილობის კედლებზე დაილექება, რაც მის ყინულით დაფარვას გამოიწვევს. ეს ამცირებს მაცივრის ეფექტურობას, ის უარესად შთანთქავს სითბოს და უფრო სწრაფად ცვდება.
გარდა ამისა, ცხელი კერძის მაცივარში მოთავსებით აუცილებლად გაუფუჭებთ მას გემოს.
დღესდღეობით ზოგიერთ მაცივარში გვხვდება სპეციალური დალუქული განყოფილებები, სადაც ცხელი ნივთების განთავსებაა შესაძლებელი: ამ შემთხვევაში მაცივარი არ დაზიანდება, მაგრამ ენერგიის მოხმარება მაინც იზრდება.