საუკეთესო მტვერსასრუტიც კი მალე გაფუჭდება, თუ ამ წესებს არ იცავთ


მტვერსასრუტი ნებისმიერ ოჯახში  შეუცვლელი, ძალიან საჭირო დამხმარეა, რომელის  გარეშე სახლის დალაგება ნამდვილად  წარმოუდგენელია. არადა,  ხშირად ელემენტარული რეკომენდაციების არცოდნამ შესძლოა ყველაზე ძვირადღირებული მოდელიც კი გაგვაფუჭებინოს, ჩვენდა უნებურად. ამიტომ,  კიდევ ერთხელ ვნახოთ, როგორ უნდა მოვექცეთ ამ ნივთს,  თუ გვინდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს და ერთგულად გვემსახუროს.

ინტერნეტში მრავალჯერ გავრცელდა აე.წ.  ლაიფ ჰაკი, რომლის თანახმადაც მატრასს უნდა მოაყაროთ სოდა, გააჩეროთ გარკვეული პერიოდი და შემდეგ მტვერსასრუტით დაამუშავოთ. ნამდვილად საინტერესოა და ერთი შეხედვით ცდად ნამდვილად ღირს, თუმცა ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევთ,  რადგან შედეგად მტვერსასრუტი შესაძლოა გააფუჭოთ, გამოიყვანოთ მწყობრიდან.  საქმე ის
გახლავთ, რომ სოდა ძალიან წვრილი ნაწილაკებისაგან შედგება, რომელიც მარტივად აღწევს ფილტრში და შესაძლოა მტვერსასრუტის ძრავამდეც კი მიაღწიოს. ასე რომ ნებისმიერ წვრილი ნაწილაკები, ფხვნილები, მტვერსასრუტს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
ასევე არ არის მიზანშეწონილი მტვერსასრუტით წყლის აღება, გეთანხმებით, ეს ძალიან მოსახერხებელია, თუმცა წყალმა და ნესტმა შესაძლოა ძალიან ადვილად დააზიანოს ტექნიკა.
არც ცოცხის მტვერსასრუტით ჩანაცვლებაა რეკომენდებული. ეს ტექნიკა იმისთვის არის შექმნილი, რომ გაგვიმარტივოს ცხოვრება და მარტივად ავიღოთ ხოლმე მტვერი, თმა, ქერტლი, ბეწვი და ა.შ. მაგრამ არა წინდები, ქაღალდები და მსგავსი დიდი ზომის ნივთები. არც ბასრი ნივთების ან გატეხილი ჭურჭლისთვის გირჩევთ მტვერსასრუტის გამოყენებას, მსგავსი ნაგავი უმჯობესია ცოცხით აიღოთ და აქანდაზით პირდაპირ გადაყაროთ ურნაში.

თუ გინდათ, რომ თქვენი საყვარელი ტექნიკა დიდხანს გემსახუროთ, აუცილებლად უნდა გაუწმნიდოთ, გაურეცხოთ ხოლმე ფილტრი რეგულარულად. ეს უბრალოდ აუცილებელია. ერთი, რომ ჭუჭყიანი ფილტრი ხელს უშლის შეწოვას და მეორე, ის იწოვს სუნებსაც და ჭუჭყიანმა ფილტრმა დალაგების შემდეგ შესაძლოა სახლში უსიამოვნო სუნი დატოვოს. თუმცა, მარტო გარეცხვაც არ შველის საქმეს. პერიოდულად ის გამოცვლასაც საჭიროებს.
არც დენის წყაროში ჩართულის დატოვებას გირჩევთ, მართალია, ეს მას არ მაშინბე არ გააფუჭებს, თუმცა მომსახურების ვადა შესაძლოა ნამდვილად შეუმციროს.
ასვე აუცილებელია ყოველი დალაგების შემდეგ მტვერსასრუტის ჯაგრისი გაათავისუფლოთ ადამიანის თმისა თუ ცხოველის ბეწვისგან, რადგან მათ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ტექნიკას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები