შვილებისა და შვილიშვილების გასახარებლად შექმნილი საახალწლო დეკორაციები, რომლებმაც ბევრის მოწონება დაიმსახურა

ამბობს, რომ ყველაფერი ძვირფასი ადამიანებისთვის ლამაზი ნივთების შექმნით დაიწყო, შემდეგ კი სასიამოვნო საქმედ გადაიქცა. ქეთევან თუშიშვილი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ხელოვანის საქმიანობაც წარმატებით შეითავსა. ძველი, გამოუსადეგარი ნივთებით დეკორაციებს ამზადებს. განსაკუთრბით შთამბეჭდავი საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებია.

- პროფესიით ეკონომისტი ვარ. ვცხოვრობ თბილისში. განსხვავებული პროფესიის მიუხედავად ყოველთვის მქონდა ხელნაკეთი ნითების შექმნის ინტერესი, მიტაცებდა ხელსაქმე, კერვა, ქარგვა, ქსოვა, კულინარია. მთავარია თვალი მოვკრა რამეს, აუცილებლად შევძლებ მის გაკეთებას. საახალწლო დეკორაციების შექმნა შარშან დავიწყე. ვამზადებ ნაძვის ხის სათამაშოებს, კომპოზიციებს, დეკორაციებს.

- რა მასალით ამზადებთ?
- შესაძლოა ეს
იყოს შუშა, გირჩი, სხვადასხვა სახის თვლები, გამოუსადეგარი, ძველი ნივთები. პანდემიის პერიოდში უფრო მეტი დრო გამომიჩნდა. საკმაოდ ბევრი დეკორაცია დამიგროვდა. მიხარია როცა ადამიანებს ვჩუქნი ჩემი ხელით შექმნილ სილამაზეებს. შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, ნათესავებს, თითქმის ყველას ვუსახსოვრე ჩემი ნივთები. შვიდი შილიშვილი მყავს, რძლები, შვილები, მეგობრები. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს და ყველას გახარება მინდოდა. 

- თქვენი შვილიშვილები თუ არიან ჩართული ამ პროცესში. მათაც თუ ასწავლით დეკორაციების შექმნას?
- ძალიან მოსწონთ და ვცდილობ მათაც ვასწავლო. როცა მუშაობას ვიწყებ, ხელებში მიყურებენ და ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ. მეც სიხარულს მანიჭებს ეს.

- თითოეული ნამუშევარი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია?
- ბევრი რამე ჩემით გავაკეთე, ზოგს ინტერნეტში ვნახულობ, მაგრამ ანალოგს არასოდეს ვაკეთებ. მაგალითად, რაღაც დეკორაცია მაკარონებით ვნახე გაკეთებული, მე ლენტებით გავაკეთე, ზოგი - ღილებით და ა.შ.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება