როგორ გამოვიყენოთ ძველი უჯრები და კოლოფები

თამამად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ძველი ნივთებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება ძალიან მოდური ტენდენცია გახდა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, ძველი ნივთი, გადაგდების ნაცვლად, ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს კი, გარდა იმისა, რომ ამცირებს ნაგვის რაოდენობას, ზოგავს თქვენს ბიუჯეტსაც.


ამჯერად ვეცდებით მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძველი უჯრები. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავაკეთოთ ორიგინალური თაროები ან თუნდაც სტელაჟი.


აი, მაგალითად რისი გაკეთება შეიძლება პატარა ზომის უჯრისგან. შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან ორიგინალური დეკორატიული ნივთების დისფლეი, მოვათავსოთ მასზე თუ მასში, სურათების ჩარჩო. ეს

პატარა დეტალი თქვენს ინტერიერს, დაგვიჯერეთ, ძალიან საინტერესოს და ორიგინალურს გახდის.
აი, ასეთი ტიპის ჩარჩოები კი არა მარტო დეკორისთვს გამოგადგებათ, არამედ ძალიან საჭირო ფუნქციასაც შეითავსებს. ასეთი თარო, როგორც წესი, წვრილმანების შესანახად გამოდგება.
იმისათვის, რომ ლამაზად გააფორმოთ უჯრის ფსკერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მორჩენილი შპალერი ან თუნდაც გეოგრაფიულო რუქა. ასევე სანოტო რვეულის ფურცლები.

უჯრებში ჰორიზონტალურად განლაგებული პატარა თაროები არა მარტო გაზრდიან თქვენი ორიგინალური უჯრების ფუნქციონალურ მხარეს, არამედ მას ვიზუალურად კიდევ უფრო გააკეთილშობილებენ.


შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე უჯრის კომბინაცია, რაც თქვენს დიზაინს კიდევ უფრო ჰარმონიულს გახდის. შესაძლოა რამდენიმე უჯრა ერთმანეთს მიაბჯინოთ და ის დაკიდოთ კედელზე, ან ერთმანეთის მოშორებით განათვსოთ თუნდაც ასემიტრიულად.


ძალიან ორიგინალურად გამოიყურება უჯრა, თუ ის სახელურით გარეთ არის დაკიდებული.

ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ის საიმედოდ იყოს მიმაგრებული კედელზე. 

ძველი ავეჯის გადაკეთება არა მარტო საინტერესო, სასარგებლო საქმიანობაც არის. ძალიან კარგი შეგრძნება ეუფლება ადამიანს, როდესაც საკუთარი ფანტაზიისა და ოსტატობის წყალობით ძველ ნივთს ახალ სიცოხლეს სძენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები