აი, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ ძველი ფარდებით და მაქმანებით

ძველი ფარდებისა და ძველი მაქმანების გადაყრას ნამდვილად არ გირჩევთ. მათ ძალიან დიდი სამსახურის გაწევა შეუძლიათ თქვენთვის და ისე შეცვლიან მოძველებულ ავეჯს, ქოთნებს თუ სხვა ნივთებს. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით და ფოტოიდეებსაც გადავხედოთ. 

პირველ რიგში, შესანიშნავი საშუალებაა ძველი ფარდისა თუ მაქმანის ნაკუწები ავეჯის რესტავრირებისა და დეკუპაჟისთვის. საკმარისია წებო, აკრილის საღებავი და სულ ცოტა ფანტაზია, რომ ბევრი მოძველებული ნივთი გაახლდება. შეიძლება, წებო სულაც არ გამოიყენოთ. უბრალოდ დააფიქსიროთ მაქმანი ნივთზე, შეასხუროთ ბრონზა ან სხვა ტიპის პულივიზატორიანი საღებავი, მერე კი მაქმანი მოაცილოთ და ნახავთ, როგორ ლამაზად დააჩნდება მისი ნაკვალევი.

შეგიძლიათ, მაქმანებით და ძველი

ფარდებით უბრალოდ გააწყოთ ავეჯი ან კედლის დეკორადაც კი გამოიყენოთ.

აი, ასე ლამაზად შეგიძლიათ დაფაროთ მაქმანით ხარვეზი ავეჯზე.

საოცრად უხდება მაქმანები ჭურჭელს, განსაკუთრებით, თუ პროვანსის ტიპის ბინა გაქვთ, ან უბრალოდ, გიყვართ ყველაფერი ბუნებრივთან ახლოს. უხდება თიხის, შუშის და ხის ფაქტურას.

მაქმანებით შეიძლება გააწყოთ აბაჟური, სანათი, ჩარჩო და სამაჯურებიც კი.

და ყველაზე სადღესასწაულო - მაქმანებით შეგიძლიათ შექმნათ ან გააწყოთ საახალწლო სათამაშოები, ან სულაც დიდი ბურთი-სანათი. ეს უკანასკნელი ცნობილი მეთოდით - გაბერილი ბუშტითა და წებოთი კეთდება და უკვე ბევრმა იცის. ყველა ამ ფოტოიდეას გიტოვებთ და არჩევანი თქვენზეა.

 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები