6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ

ხშირად, შენობებს დაზიანებული აქვს სახურავი, ფანჯრები, კედლები და იატაკი, რაც შენობაში ენერგიის დანაკარგის ძირითადი მიზეზია. გამთბარი ჰაერის გადინების ძირითადი ადგილებია: ფანჯრის ჩარჩოსა და მინას შორის, კარ-ფანჯრის ჩარჩოს შეერთებისა და მისი კედელთან გადაბმის ადგილები.

ძველი, ხის ფანჯრების შეცვლა ახალი მეტალოპლასტმასის ორმაგი შემინვის ფანჯრებით ძვირადღირებული სიამოვნებაა - მას ყველა ვერ ახერხებს. თუმცა, თითქმის იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია უფრო იაფი ხერხებით.

როგორ დავათბუნოთ ზამთრის სეზონზე სახლი მარტივად - ამაზე ენერგოეფექტურობის ცენტრის კომუნიკაციის ექსპერტი ლიანა ღარიბაშვილი გვესაუბრება.

დათბუნება ქაღალდით

- კარ-ფანჯრის დაგმანვის მარტივი და
ხელმისაწვდომი ღონისძიებები მართლაც არსებობს. ხის ფანჯრების დათბუნება სწრაფად და იაფად გაზეთებით, ან ქაღალდითაა შესაძლებელი: ჭურჭელში მოათავსეთ ქაღალდის ნაკუწები, წყალი დაასხით, მიღებული პასტისებრი მასით შეიძლება ღრიჭოების ამოვსება. შრობისას მასა გამაგრდება და საიმედო შემამჭიდროებლად იქცევა. თუ ქაღალდის მასაში დავამატებთ ცარცსა და ხორბლის ფქვილს, უფრო საიმედო შემავსებელს მივიღებთ, რომელიც შემდგომ ფანჯრის ჩარჩოებს ადვილად მოცილდება კიდეც.

დათბუნება ბამბით და ქსოვილის ზოლებით

- თუ გაქვთ ბამბა და ქსოვილის ან ქაღალდის ზოლები, დასათბუნებლად ასე გამოიყენეთ: ტექნიკური ბამბით, თხელი დანის მეშვეობით ამოავსეთ ღრიჭოები და ზემოდან დააწებეთ ქაღალდის და ქსოვილის ზოლები. წებოს მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპონიც. სამუშაოების უფრო სწრაფად ჩასატარებლად შესაძლებელია ქაღალდის წებოვანი ლენტის ("სკოჩი") გამოყენება.

დათბუნება პარალონით და წებოვანი ლენტით
 პარალონი დაჭერით ზოლებად და ყველა ღრიჭოში ჩატენეთ. ზემოდან მიაკარით წებოვანი ლენტი. სამუშაოები ტარდება სწრაფად და ეფექტი საგრძნობია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ვარგისი წებოვანი ლენტი, რომ თქვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ფუჭი არ იყოს.

ფანჯრის მინის დათბუნება

- ფანჯრის მინის დასათბუნებლად შესაძლებელია ისეთი ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენება, როგორიცაა ყვავილების შესაფუთი გამჭვირვალე ფირი. სამუშაოების დაწყებამდე იწმინდება და შრება მინის ზედაპირი.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები