რატომ არ გამოდის მოდიდან ბროლის ჭაღი

ბროლის ჭაღი სახლის ნამდვილი მშვენებაა. ინტერიერის დიზაინში უამრავი ცვლილების მიუხედავად, ბროლს აქტუალობა და ფასი არ დაუკარგავს. მოდა იცვლება,  ბროლის ჭაღი კი ძველებურად უხდება ჩვენს სახლებს... დროის მიმართ ამგვარ გამძლეობას მხოლოდ უნიკალური ნივთები იჩენენ. ბროლი სწორედ მათ შორისაა. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, ბოჰემიელმა ოსტატებმა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ განსაკუთრებული სიმტკიცის, გამჭვირვალობისა და ელვარების მქონე მინის კლისტალი მიიღეს. ცოტა მოგვიანებით ამ მინაში ტყვიის ოქსიდის დამატების შემდეგ პირველი ბროლის ნიმუში მიიღეს. მას შემდეგ ბროლის ჭაღი და ჭურჭელი მთელ მსოფლიოს ხიბლავს. ბროლი არ იკაწრება, მასზე

არავითარი ლაქა არ რჩება და გამძლეობის საოცარი უნარი ახასიათებს. დრო და ჟამი მის ელვარებას ვერ ასუსტებს. მასზე არეკლილი სინათლის სხივი საოცარი სანახავია. სწორედ ამიტომ არის მდიდრული ჭაღები ბროლისგან დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბროლი ყველასთვის ნაცნობია, ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში და რაშია მისი ხარისხის საიდუმლო. ბროლს ტყვიის ოქსიდისა და სილიკომანგანუმის შენაერთით ამზადებენ, ამას ემატება ნატრიუმის, კალიუმის ან სხვა ოქსიდები. ეს ძალიან რთული ტექნოლოგიაა, რომელიც წესების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.
ბროლის შექმნა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, 1500 გრადუსზე მიმდინარეობს. სწორედ ტყვიის დამსახურება ბროლის მდგრადობა და სიმტკიცე. ბროლის ჭურჭლისა და ჭაღების ხარისხი და ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობითაა მასში ტყვიის ოქსიდის შემცველობა.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ბოჰემური ბროლია. სახელწოდება ბოჰემა ჩეხეთის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდებისგან, ბოჰემიასგან წარმოიქმნა. თავდაპირველად ბროლის დამზადების ტექნიკა ძველი რომაელების მიერ შუშაზე კვეთის ხელოვნება იყო. ამ ტექნოლოგიით ამშვენებდნენ მთის ბროლის (ბუნებრივი მინერალი) სხვადასხვა ჭურჭელს მე-16 საუკუნეში, მოგვიანებით კი წარმატებით გამოიყენეს შუშის დამუშავების დროსაც. საბოლოოდ მას ალმასისებური ტექნოლოგია დაერქვა და მალევე გავრცელდა მთელს ევროპაში.

ეს ესთეტიურად დახვეწილი ტექნიკა თავისუფლად პასუხობდა ბაროკოს მოთხოვნებს. ჩეხმა სპეციალისტებმა თავის დროზე ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ვენეციელ ოსტატებს. ჩეხური ნამუშევრები ვენეციურისგან სიმყარითა და ესთეტიური სილამაზით გამოირჩეოდა.

ნამდვილი და ხარისხიანი ბროლი რომ ყალბისგან განასხვაოთ, ამისთვის მარტივ ხერხს გასწავლით: დაიკავეთ ხელში ბროლის რომელიმე დეტალი. ხდელში ჭერისგან ის არ გათბება, ისეთივე ცივი დარჩება. განსხვავებით მინისგან, რომელიც სწრაფად იღებს სხეულის ტემპერატურას.

ჩეხები ტრადიციებს არ ღალატობენ და დღემდე აოცებენ მსოფლიოს თავინთი ნაწარმით. 

 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები