ასეთი ტიპის სახლები მოდაში იაპონიიდან შემოვიდა, სადაც სტუდიოს ტიპი ადგილის არქონის გამო გახდა აქტუალური. მოგვიანებით ის გავრცელდა ამერიკასა და ევროპაში, თუმცა ამ სტილს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები.
1. არ არსებობს განმარტოების საშუალება

2. სუნი
თქვენი ყველა ნივთი ინახება იმ ოთახში სადაც ამზადებთ საჭმელს. ამ შემთხვევაში ყველაზე ძვირიანი გამწოვიც კი ვერ გიშველით, უსიამოვნო სუნს თქვენს ნივთებზე ვერ აცდებით.

3. არეულობა
კედლის არქონა გამორიცხავს თაროების, ასევე სხვა სათავსოების ქონას, რაც მუდმივი არეულობის საწინდარია.

4. გადაკეთების სირთულე
ყველა სახლის გადაკეთება სტუდიოს ტიპად როდია შესაძლებელი, განსაკუთრებით ეს ეხება ძველ სახლებს, ან, თუ გადაწყვეტთ, ეს იმდენად ძვირი დაგიჯდებათ, რომ ჯობს თქვენი ერთოთახიანი ბინა გაყიდოთ, დაამატოთ თანხა და იყიდოთ ოროთახიანი ბინა.
