როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე კორიდორში - მარტივი წესები


ნებისმიერი სახლის ყველაზე ჭუჭყიანი ზონა შესასვლელი იგივე კორიდორია. აქ შევდივართ ფეხსაცმელებით, ვიცვლით მას და ვინახავთ. ამიტომაც არის, რომ სახლის ამ ნაწილის რემონტს ადამიანები იმდენად დიდ ყურადღებას არ უთმობენ. განსაკუთრებთ ერიდებიან აქ ლამაზი ავეჯის დამონტაჟებასა და ნათელი ფერების შერჩევას.



ერთი პატარა ხალიჩა და ერთიც კარადა, აი, ტიპიური შესასვლელის ინტერიერი, თუმცა დიზაინერები ირწმუნებიან, რომ სწორად შერჩეული მასალა და ტერიტორიის ზონირება მოგვცემს საშუალებას სახლის ეს ნაწილი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.



კორიდორის  თანამედროვე დიზაინი


შესასვლელისთვის უნდა გამოიყენოთ მდგრადი, გამძლე მასალა, რომელიც კარგად აიტანს წყალსა და ჭუჭყს.
Lლაპატირებული კერამოგრანიტი საამისოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის არ სრიალებს და ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ასევე ძალიან ადვილი მოსავლელია.

ზონირება


როგორც ნებისმიერი ოთახი, შესასვლელიც აუცილებლად უნდა დაიყოს ზონებად. უნდა გამოიყოს კორიდორის ჭუჭყიანი და დანარჩენი ნაწილი. ზონირება ავეჯით არის შესაძლებელი. 
 
ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანაა ყველაფერი ისე მოაწყოთ, რომ ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით ოთახში სიარული არ მოგიწიოთ.

სარკე


კორიდორში აუცილებლად უნდა იყოს სარკე. სახლიდან გასვლის წინ ნებისმიერ ადამიანს უჩნდება სურვილი ჩაიხედოს სარკეში და კიდევ ერთხელ მოიწესრიგოს თავი. გარდა ამისა, სარკე სივრცეს ადიდებს, რაც ნებისმიერ კორიდორს წაადგება.

ფეხსაცმელების შენახვა


არაფერი არ აუშნოებს კორიდორს ისე, როგორც მიყრილი ფეხსაცმელები. Gგარდა იმისა, რომ ეს უსიამოვნი სანახავია, შესაძლოა უსიამოვნი სუნიც კი გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია კორიდორში იყოს ფეხსაცმლის შესანახი დახურული კარადა. არ დაივიწყოთ ტანსაცმლის დასაკიდი კარადა და ღია თაროები აქსესუარებისთვის, რათა კორიდორი ძალიან მოწყენილად არ გამოიყურებოდეს.

კომფორტი



გარდა სარკისა შესასვლელში უნდა იყოს პუფიც, რათა ფეხსაცმლის ჩაცმა–გახდა კომფორტულად მოხერხდეს.


ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მკვეთრი აქცენტი პატარა ხალიჩის ან ქოთნის ყვავილების სახით. გახსოვდეთ, რომ სახლი იწყება კორიდორით, ამიტომ ადამიანი თავს მყუდროდ სახლის ამ ნაწილშიც უნდა გრძნობდეს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები