5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა სახლის გაფორმების დროს


მოძველებულ ტექსტილი, კლასიკური ჭაღი, ყვავილები ფანჯრის რაფაზე _ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც დიასახლისები უშვებენ ხოლმე სახლის გაფორმების დროს.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. ყვავილები ფანჯრის რაფაზე



ძალიან ხშირად დიასახლისები ყვავილებს ფანჯრის რაფაზე მიუჩენენ ხოლმე ადგილს და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ადგილი ყვავილებისთვის საუკეთესოა.

რეალურად ეს საკმაოდ მოძველებული მოსაზრებაა, გარდა იმისა, რომ ასე ინტერიერი არცთუ კარგად გამოიყურება მზის პირდაპირი სხივები ყვავილებს ზიანსაც კი აყენებს.



დიზაინერები გვირჩევენ ყვავილები განვათავსოთ სხვადასხვა ოთახში ისე, რომ ყოველ ოთახში იყოს მწვანე აქცენტი. ეს ბევრად ეფექტურია.

2. მოძველებული
ტექსტილი



ინტერიერს ყველაზე მეტად მოძველებული ტექსტილი აუშნოვებს. ამ შემთხვევაში არსებობს ორი მხარე, არსებობს მოძველებული ტექსტილი, რომელიც გულისხმობს დაზიანებულ და შელახულ ქსოვილს და არსებიბს ძველმოდური ტექსტილი, რომელშიც იგულისხმება ძველმოდური ფერები და ორნამენტები.



ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება ძალიან მარტივია, უბრალოდ, კარგად უნდა დაათვალიეროთ ოთახი, ტექსტილი და თუ აღნიშნული ხარვეზი შენიშნეთ ტექსტილი ახლით უნდა ჩაანაცვლოთ.

3. კლასიკური ჭაღი


თანამედროვე ინტერიერში განათების მთავარ წყაროდ ჭაღი დიდი ხანია აღარ გამოიყენება.
დიზაინერები გვირჩევენ კლასიკური ჭაღის ნაცვლად თანამედროვე დიზიანის და ფორმის სანათები გამოვიყენოთ.

4. ბეჟი ფერი



მრავალი წლის განმავლობაში ბეჟი ფერი ყველაზე მომგებიანად ითვლებოდა ნებისმერი ინტერიერისთვის. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბეჟი ფერი იდეალურად ეხამება სხვა ფერებს, თუმცა ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ბეჟ ფერსაც გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები, ის საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესოა.



თუ უახლოეს მომავალში არ გეგმავთ რემონტის გაკეთებას და თქვენს სახლში წამყვანი ფერი ბეჟია გირჩევთ ის მკვეთრი აქცენტებით გადაახალისოთ.

5. ვიზუალური ხმაური



სხვადასხვა ფერის მრავალი ბოთლი, კონტეინერი და აქსესუარი სამზარელოსა თუ აბაზანაში უკვე დიდი ხანია ცუდ ტონად მიიჩნევა.
თანამედროვე ტენდენციების თანახმად უპირატესობა სისადავეს ენიჭება.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები