როგორ დავფაროთ კრეატიულად დაზიანებული შპალერი


არის შემთხვევები, როდესაც სახლში იდეალური რემონტია, თუმცა ხდება ისე, რომ შპალერი ზიანდება, თავიდან გარემონტების გარეშე როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა? ან შესაძლოა შპალერი საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა მთლიანად რემონტს ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

როგორ უკვე ვიცით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაშიც შევეცდებით დაგეხმაროთ და გაპოვნინოთ შედარებით მარტივი და კერატიული გამოსავალი.

1. ტრენდული პეპლები



მსგავს შემთხვევაში ყველაზე მისაღები და აქტუალური გადაწყვტილება ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური კედლის ტრენდი, პეპლებია. ის შეიძლება იყოს მისაკრობი, მიხატული, როგორიც გნებავთ. პეპელა, რა თქმა უნდა, უნდა ყოს რამდენიმე, მინიმუმ
სამი.

2.  მისაწებებელი მინი-სურათი



ბოლო დროს ძალიან აქტუალურია მისაწებებელი სურათები თქვენთვის სასურველი თემატური ნახატით. ჰოდა, თუ სახლში ზემოთ აღნიშნული პრობლემა გაქვთ დასახმარებლად შეგიძლიათ სწორედ ასეთ ნახატს მიმართოთ, რომელსაც აბსოლუტურად საკუთარი გემოვნებით შეარჩევთ და ინტერიერს შეუხამებთ.

3. იმპროვიზირებული სურათების გალერეა



ეს ძალიან კარგი საშუალებაა საკმაოდ დიდი დაზიანების დასაფარად. სცადეთ და დარწმუნებულები ვართ, არ ინანებთ.

4. მაშველი კანტი



თუ შპალერი ბოლოში დაზიანდა მაშველი კანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ და საკმაოდ ნორმალურ ინტერიერს მიიღებთ.

5. დასაკიდი კაშპო



ტელევიზორი სხვაგან გადაკიდეთ და არ იცით დაზიანებულ ადგილს რა მოუხერხოთ?
აბა, ასეთი დასაკიდი კაშპო სცადეთ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.

კომენტარის დამატება