5 ეფექტური ხრიკი, რომლის წყალობითაც ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება



რეალურად სერიოზული სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გარეშე პატარა ოთახს დიდად ვერ აქცევთ, თყუმცა არსებიბს ეფექტური ხრიკები, რომლის წყალობითაც შეიძლება შექმნათ შთაბეჭდილება, რომ უფრო დიდ სივრცეში იმყოფებით, ვიდრე ეს რეალურად არის. მცირეგაბარიტიანი ბინების მოწყობის დროს დიზაინერები ამ ხრიკებს ხშირად მიმართავენ.

ეს, როგორ წესი, არის განათება, ფერი და კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რასაც ადამიანი დამოუკიდებლადაც მოიგვარებს.

ფერი



პატარა სივრცეში აუცილებლად შეზღუდეთ ფერთა შეხამება. ფერი დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ და ნუ შეუშინდებით შედარებით მკვეთრი ფერების გამოყენებასაც.
ერთ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ კედლები, პლინტუსი და ჭერიც კი.
თუ
ავეჯი დაახლოებით მაინც არის კედლების ფერის ეს ეფექტს კიდევ უფრო გაზრდის.
არსებობს სივრცის ვიზუალურად გაზრდის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი _ ფარდები და რბილი ავეჯი ერთი ფერის უნდა იყოს.



სცადეთ ჭუჭყიანი ვარდისფერი
ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალტერნატივაა. ფრთხილად იყავით თეთრ ფერთან მიმართებაში.


განათება



პირველი ნივთი, რომელიც სივრცის ეფექტს ქმნის, სარკეა. თვალის მოტყუების ყველაზე მარტივი ხერხი ოთახში რამდენიმე სარკის დამონტაჟებაა.
რაც უფრო დიდი ზომის იქნება სარკე მით უკეთესი.

კიდევ ერთი ვარიანტი სარკის ფანჯრის წინ დამონტაჟებაა.
ყველაზე კარგი დაბალი განათებაა. მხოლოდ ჭერის განათება საკმარისი არ არის.



მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი



ეს ის შეთხვევაა, როდესც ცოტა ნიშნავს ბევრს სრული 100 პროცენტით. მოიშორეთ თავიდან დიზაინის ზედმეტი ელემენტები. დატოვეთ მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები. დაიმახსოვრეთ, პატარა სივრცე უნდა სუნთქავდეს. თუ საშუალება იქნება, გამოიყუენეთ ჩასაშენებელი კარადები.

ფანჯრები



თუ გაქვთ ამის სესაძლებლობა ეცადეთ ფანჯარა ფარდის გარეშე დატოვოთ, ეს ძალიან ეფექტური მეთოდია, ნებისმიერი ფარდა ინტერიერს ცვლის. თუ ამის საშუალება არ არის გამოიყენეთ რომაული ფარდები ან ჟალუზები. მთავარია არაფერი იყოს მასიური და მძიმე.

ავეჯი


ავეჯით გადატვირთულ ოთახში ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც გალიაში.
უარი თქვით ყველაფერზე, რაც არ გჭირდებათ. კარგად გამოიყურება შუშის ავეჯი.

კომენტარის დამატება