ინტერიერის დიზაინი: 2020 წლის ტენდენციები


ინტერიერის დიზაინი ბევრად მარტივი ცნებაა ვიდრე სამოსის. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციები ამ სფეროშიც ყოველწლიურად იცვლება, ის, რაც აქტუალური იყოს ერთი თუ ორი წლის წინ, კვლავ აქტუალურად რჩება.

თუმცა სიახლეები და ტენდენციების ფეხდაფეხ მიყოლა მიანც ძალიან საინტერესოა.

გთავაზობთ 2020 წლის მოდის ტენდენციებს.

წინასწარი პროგნოზებით და დიზაინერების გათვლით 2020 წლის წამყვანი ფერი პიტნის, მენთოლის ფერი იქნება. ასევე ტრენდული იქნება ვარდისფერისა და იასამნისფერის ნაზავი. აქტუალური იქნება თბილი და რბილი, ნესვისფერი ყვითელი.

იმისათვის, რომ მენთოლისფერი კომფორტული იყოს ძალიან მნიშვნელვანია გარკვეული ბალანსის დაცვა, ოთახის მხოლოდ
ამ ფერში მოწყობა არ არის მიზანშეწონილი. მეტი ეფექტისთვის ოთახი სხვადასხვა ფერებითაც უნდა გაჯერდეს.



მენთოლის ფერი ძალიან ეფექტურად გამოიყურება თეთრთან, ოქროსფერ ელემენტებთან, ასევე ძალიან უხდება გამჭირვალე ნივთები, ავეჯი თუ სხვა აქსესუარები.

გარდა ფერისა 2020 წლის ტრენდებში გამოკვეთილი ადგილი უკავია ტექსტურას, ნატურალურ ხეს, ხავერდს და ტყავს. თუ გსურთ ინტერიერი უფრო თანამედროვედ აქციოთ დაამატეთ ელემენტები, რომელთან შეხებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

საყურადღებოა ასევე გამოკვეთილი იატაკი და ჭერი, იქნება ეს ორნამენტები, საინტერესი ფერები თუ ორიგინალური სანათები.




მოდურ და თანამედროვე მასალად მიჩნეულია მარმარილო, შუშა და ლითონი. გამჭირვალე მოდური ელემენტები ნებისმიერ სტილს თავისუფლად ეხამება და ძალიან უხდება. აქტუალობას არ კარგავს მარმარილო, თუმცა გირჩევთ ყურადღება მის შეფერილობაზე გაამახვილოთ, მოდურია მოვარდისფრო, შავი და ცისფერი.

ოქროსფერი ლითონი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

2020 წლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი კომფორტი და სიმყუდროვეა. მოდაში შემოდის ისევ კლასიკა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს.

საძინებლის მოწყობის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ისეთ ცნებებზე, როგორიც არის გლამური და კომფორტი. საამისოდ გამოგადგებათ ლითონი და ხე. ფერი უმჯობესია იყოს მუქი.



სახლის გაფორმების დროს დაგჭირდებათ ოთახის მცენარეები, იატაკის კაშპოები.
კედლების დეკორისთვის გირჩევთ ნახატების გამოყენებას.



რაც შეეხება სამზარეულოს, აქ ფერთა გამა შეზღუდული არ არის, დაწყებული თეთრით, მუქი ლურჯით დამთავრებული, ყველა ელფერი მისაღებია.
უფრო მეტიც, 2020 წელს დიზაინერები სამზარეულოში შავი ფერის დომინირებაზე აქტიურად საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ძალიან ელეგანტური და დახვეწილი გადაწყვეტილება იქნება.



აბაზანაში კი ტრენდული მცენარეები იქნება. მცენარეებმა აბაზანაში შესაძლოა მთელი კედელიც კი დაიკავოს.
რაც შეეხება კედლების მოპირკეთებას, გირჩევთ მასალად ნატურალური ქვა შეარჩიოთ, ან თუნდაც ხელოვნური. კერამიკული ფილები ნელ-ნელა წარსულში რჩება. მონოლითური ქვა ინტერიერში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.


კომენტარის დამატება