როგორ მოვაშოროთ საძინებლიდან ზედმეტი მტვერი

რაც მეტი ადამიანი და შინაური ცხოველი ბინადრობს თქვენს სახლში, მით მეტი მტვერი გროვდება. მტვერი ჩნდება ადამიანის მკვდარი უჯრედებისგან, რომლებიც ყოველ წუთას ცვივა ადამიანს თმიდან, გარედან შემოსული ჭუჭყისგან და ა.შ.
ყველაზე მეტი მტვერი, როგორც წესი, საძინებელში არის ხოლმე, ამ ოთახში ვიცვლით ტანსაცმელს, გვძინავს, ვივარცხნით თმებს, ასე რომ, ამ ოთახს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გარდა იმისა, რომ აუცილებელი ამ ოთახის ყოველდღიური დალაგება მტვერსასრიტით, აშკარად სხვა ზომებსაც უნდა მივმართოთ.
პირველ რიგში გირჩევთ საძინებლიდან მოაშოროთ ხალიჩა ან ნოხი. ეს არის მტვრის ბუდე, რომელშიც წარმატებით ბინადრობენ

ათასნაირი მიკრობები. გული არ დაგწყდეთ, ხალიჩის გარეშეც ძალიან ადვილია თქვენი საძინებლისთვის სიმყუდროვის მინიჭება.


ზედმეტი მტვრის თავიდან ასაცილებლად იდეალური ვარიანტია ლამინატი, ფილა, რამე პრიალა ზედაპირი, რომელზეც მტვერი ვერ დაიბუდებს. ნახეთ სურათები და თავად დარწმუნდებით, რომ საძინებელი ნოხის გარეშეც მშვენივრად შეიძლება გამოიყურებოდეს და ადვილი დასალაგებელიც არის.


კიდევ ერთი რჩევაა ავეჯის ზედაპირის შერჩევა. როდესაც გადაწყვეტთ თქვენი საძინებლისთვის ავჯის შეძენას, ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირს, ეცადეთ, რომ არ იყოს ნაჭრის, რომლშიც მტვერი ადვილად ჩაჯდება. უპირატესობს მიანიჭეთ ტყავის ავეჯს, რომოლის გაწმენდასაც ადვილად შეძლებთ. თუ მაინცდამაინც სირბილე გინდათ, გირჩევთ ბალიშების შეძენას, პირებს ადვილად გარცხავთ და მტვრსაც ნაკლებად ისუნთქებთ.


და ბოლოს, მაქსიმალურად ეცადეთ ოთახიდამ მოაშოროთ ყველა უსარგებლო ნივთი, რომელსაც აღარ გამოიყენებთ. ეცადეთ, რომ თქვენს ტუმბოზე ან კომოდზე ბევრი ნივთი არ იდოს, მაშინ მისი დალაგება ბევრად გაგიადვილდებათ და არც ბევრი მტვერი დაგროვდება.

მას მერე, რაც საძინებელს პატარა აქსესუარებისგან გაათავისუფლებთ, ეცადეთ, ისინი სადმე სხვაგან შეინახოთ, სადაც არ დაიმტვერება. ამისთვის კარგი გამოსავალია უჯრები, კოლოფები, თუნდაც ლოგინის შიდა უჯრები.

და რაც მთავარია, თუ გინდათ, ნაკლები იყოს მტვერი, მინიმალისტურიც უნდა იყოს დიზაინი.რაც მეტი ნივთია, მით მეტია მტვერი და ალერგენი. უბრალოება და სიმარტივე ჯობს.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი და იცხოვრეთ ჯანსაღად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები