როგორ გააფორმოთ ინტერიერი მაროკოულ სტილში

ევროპაში მაროკოული სტილი ინტერიერში 1970-იან წლებში შევიდა. პირველად ის ფრანგებმა „აიტაცეს“, რაც გასაკვირი არ არის - 100 წლის მანძილზე მაროკო საფრანგეთის კოლონია იყო. მას შემდეგ ეს სტილი გამუდმებით პოპულარობის პიკზეა.

თანამედროვე ინტერიერში მაროკოული სტილი მოკრძალებულ ბოჰემურ ბრწყინვალებასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ზუსტ გათვლას საჭიროებს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ინტერიერი არაფორმარული, მკვეთრი და უჩვეულო იქნება. თუმცა ერთი არასწორი ნაბიჯი და სახლი სუვენირების ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსება. უპირველესად, სჯობს ზუსტად ჩამოყალიბდეთ, რამდენად ღრმად განიცდით ეგზოტიკის მიმართ სიყვარულს.

სასტუმრო ოთახის მაროკოულ სტილში მოწყობისას
საკმარისია ერთი-ორი ეგზოტიკური შტრიხით შემოიფარგლოთ - მაგ: იქონიოთ პუფი ან ზილანდაზი ან ოთახი მთლიანად ეთნიკური ავეჯით შეავსოთ, შეიძინეთ შესაბამისი სანათები, ხალიჩები და შესანახი სისტემა.

თუ საძინებლის ინტერიერის მაროკოულ სტილში გაფორმებისას, უპირატესობას წითელ-ნარინჯისფერ ფერებს მიანიჭებთ, სითბოსა და კომფორტის განცდა ყველაზე ცივ ზამთარშიც გარანტირებული გაქვთ.

დეკორის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ელემენტი - ფანჯრის აჟურული გისოსები - ე.წ. მუშარაბი. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია მაროკოული სტილის სააბაზანო ოთახისთვის.

უპირატესობა მიანიჭეთ გაჯერებულ ფერებსა და მგრძნობიარე ფაქტურებს. შეიძინეთ ხალიჩები, რომელზეც ფეხშიშველი გავლა გესიამოვნებათ, ასევე მოსახერხებელი ბალიშები.

კომენტარის დამატება