ფენშუის 9 საიდუმლო, რომლებიც თქვენს საძინებელს ცვლის - შეამოწმეთ, რას აკეთებთ არასწორად

კარგ ძილსა და ლამაზ დილას ჩვენს გარშემო არსებული ბევრი საგანი განაპირობებს. ფენშუის ყველაზე მარტივი წესების გათვალისწინება თქვენს დასვენებას შესანიშნავს გახდის.

არაფერი შეინახოთ საწოლის ქვეშ

რამდენად ვიწროც არ უნდა იყოს თქვენი საძინებელი, საწოლის ქვეშ იატაკი სრულიად ცარიელი და თანაბარი უნდა იყოს. ეს ენერგიის ჰარმონიულად მიმოცვლასა და ჯანსაღ ძილს გნაპირობებს.

დიდი არაფერი

საძინებლიდან გაიტანეთ ყველა ნივთი, რომლებიც ბოლო 3 თვის მანძილზე არ გამოგიყენებიათ. თუ გადაყრას ვერ ახერხებთ, სხვა ოთახში გაიტანეთ. ოთახში მეტი სივრცე და სისუფთავე იქნება.

ნუ იცხოვრებთ წარსულით

მოიშორეთ ნივთები და
ფოტოები, რომლებიც გახსენებთ ადამიანებს წარსულიდან. რამდენადაც არ უნდა გიყვარდეთ ისინი, ნუ შეინახავთ მათ საძინებელში.

იფიქრეთ პრაქტიკულად

თუ პატარა ზომის საწოლი გაქვთ, იქნებ დროა შეცვალოთ? მაშინაც კი, თუ მარტო გძინავთ, ხომ არ გჭირდებათ უფრო დიდი და კომფორტული საწოლი? შეხედეთ ნივთებს ფხიზელი თვალით.

შეაკეთეთ ყველაფერი, რაც დაზიანებულია

საძინებელში არ უნდა იყოს გაფუჭებული ნივთები, იქნება ეს დახეული ბალიში, თუ ლამაზი, მაგრამ გაფუჭებული მაღვიძარა.

ნაზი სინათლე

ყოველთვის უნდა გქონდეთ ოთახში განათების დარეგულირების საშუალება. შეარჩიეთ განათება განწყობის მიხედვით.

ნაკლები სარკე

სარკე ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს, მაგრამ კარგი ძილისთვის საძინებელში სარკე რეკომენდებული სულაც არ არის.

კომფორტზე ეკონომიურები ნუ იქნებით

კარგი ავეჯი, კარგი თეთრეული და კარგი ფარდებიც კი თქვენი სრულფასოვანი დასვენების გარანტია.

წყარო: www.goodhouse.ru

https://www.goodhouse.ru/home/interior/9-sekretov-fenshuj-kotorye-menyayut-vashu-spalnyu/#part0

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები