რატომ აკეთებდნენ ძველ სახლებში სამზარეულოსა და აბაზანას შორის ფანჯარას

ბევრს ჰგონია, რომ ასეთ ფანჯარას გაზის ბალონის გამო, უსაფრთხოების მიზნით სვამდნენ. თუმცა ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გაზის ბალონები მსგავს სახლებში გაცილებით გვიან გამოჩნდა, ვიდრე ეს ფანჯრები.

მიზეზი N 1

სინამდვილეში მსგავსი ფანჯრების არსებობის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მთავარი დამატებითი განათებაა. 19-20 საუკუნეებში ხომ ელექტროენერგია ელიტური საზოგადოების პრივილეგია გახლდათ, დენის საფასური კი ძალიან მაღალი იყო.

უფრო მოგვიანებით, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ტიპიურ სახლებში დღისით შუქს არ რთავდნენ. შესაბამისად მსგავსი ფანჯრები აბაზანაში დამატებითი შუქის წყარო იყო.

მიზეზე N 2

შესაძლებელი იყო
ფანჯრის გაღება და ოთახის სწრაფად განიავება, რათა ზედმეტი ტენიანობა თავიდან აეცილებინათ. ექსტრემალური ან საშიში სიტუაციების დროს კი ფანჯარა უზრუნველყოფდა ოთახიდან გასვლას.

მიზეზი N 3

და რა თქმა უნდა, პატარა ფანჯარა საშუალებას იძლეოდა დახურული აბაზანა ვიზუალურად გაეზარდა, რათა ადამიანს თავი კომფორტულად ეგრძნო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები