როგორ მოაწესრიგოთ სახლი საახალწლოდ: მარი კონდოს რჩევები

რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მით უფრო ძლიერია ყველა საქმის მოგვარებისა და ყველაფრის ახლიდან დაწყებისკენ სწრაფვა. ბესტსელერის „მაგიური დალაგების“ ავტორი მარი კონდო გვიზიარებს რჩევებს, როგორ მოაწყოთ სივრცე და ადგილი გამოყოთ თქვენს სახლში.

უნდა დაიწყოთ ვიზუალიზაციით: რა გსურთ საახალწლოდ?
როგორც კი ჩამოაყალიბებთ მიზანს, ცვლილებებისთვის კონმარის მეთოდების გამოყენების მოტივაცია გაჩნდება. გადახედეთ თქვენს ნივთებს და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს თითოეული თქვენთვის და რამდენად ესადაგება 2019 წელს თქვენი ცხოვრების სურათს. თუ კარადები მივიწყებულია და მასშტაბურ დალაგებაზე ფიქრი თქვენში პანიკას იწვევს, დაიწყეთ თანდათან, ყოველჯერზე
თითო კატეგორიით.

პატარა სივრცეში - ერთნაირი ტიპის ნივთები ერთმანეთის გვერდით შეინახეთ
მუშაობა იაპონიაში დავიწყე, სადაც ყველა შენობა პატარა ზომისაა. ყველაზე კარგია მსგავსი ნივთები ერთ სივრცეში შეინახოთ და განათავსოთ ისინი ვერტიკალურად: ეს მეტ ადგილს მოგცემთ და ყველა ნივთს უკეთესად დაინახავთ.

დაალაგეთ ნივთები ისე, რომ მათი ადგილზე დაბრუნება მოსახერხებელი იყოს
იფიქრეთ ყოველი ოთახის განსაკუთრებულობაზე, რომ ნებისმიერი ნივთისთვის მოსახერხებელი ადგილი იპოვოთ. მაგ: აბაზანაში ეცადეთ ნიჟარის გარშემო ნაწილები დაასუფთაოთ: ნამდვილად არ გაგიხარდებათ, თუ იქ განლაგებული ნივთები დასველდება. საძინებელში ცენტრალური ადგილი ყოველთვის საწოლს უჭირავს. დილით პირველ რიგში საწოლი გაასწორეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, საძინებელი ცუდი შესახედი იქნება. როგორც წესი, სამზარეულო ძალიან სწრაფად ივსება წვრილმანი ნივთებით, რაც დიდ ადგილს იკავებს. ყუთებსა და კარადებში მოუწესრიგებლობა თავიდან რომ აიცილოთ, პროდუქტები კატეგორიების მიხედვით გაანაწილეთ.

სახლში სისუფთავე დაიცავით
ყოველ დილით ჰაერის გასაწმენდად სახლში ყველა ფანჯარას ვაღებ და სურნელოვან სანთლებს ვანთებ. წესრიგი დაგეხმარებათ ზომიერების განცდაში, გახდებით უფრო გონიერები, შეიცნობთ, რას მოაქვს თქვენთვის რეალური სიხარული და მოგანიჭებთ ბედნიერებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები