როგორ შვქმნათ ოცნების სახლი - კელი ჰოპენის რჩევები

მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანელი დეკორატორი კელი ჰოპენი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი შექმნას იდეალური ინტერიერი. ის ყოვეთვის დაუზარლად უზიარებს ადამიანებს ამასთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებსა და იდეებს. მოდით, გავეცნოთ რამდენიმე მათგანს.

1. მოუსმინეთ საკუთარ თავს


ინტერიერის სტილი უამრავია, ტრენდები ყოველდღიურად იცვლება. შესაძლოა ტროპიკული სტილი ძალიან ახალია, თუმცა თქვენ კლასიკა მოგწონდეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ და სახლი ისე მოაწყვეთ.

2. მოძრაობა სიცოცხლეა


ამ შემთხვევაში საუბარია ინტერიერის ცვლილებაზე, ძალიან ხშირად ავეჯის და აქსესაურების გადაადგილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სრულიად შეცვალოთ თქვენი
სახლის დიზაინი, და რემონტზე არანაკლები ეფექტი მიიღოთ.

3. არ დაგავიწყდეთ კედლები


თუ ჭკუით გამოიყენებთ, დარწმუნდებით, რომ კედელი ნებისმიერი შენობის ფარული იარაღია. დიდი ნახატები, ბევრი ფოტო, არტ ობიეტები, დეკორი კედლებზე მთლიანად შეცვლის გარემოს თქვენს სახლში. მთავარია ყველაფერი ზომიერად გააკეთოთ.

4. თანამედროვე სამზარეულო


სამზარეულოში ყურადღება გაამახვილეთ თანამედრვე ტექნიკაზე და ავეჯიც ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არა მარტო ადვილი მოსავლელი იქნება, არამედ ეფექტურიც. არც აქცენტები დაივიწყოთ. ლაკონურ სამზარეულოში კი უპირატესობა ბუნებრივ მასალას მიანიჭეთ.

5. იმუშავეთ განათებაზე


განათება კელი ჰოპენითვის ინტერიერში თითქმის მთავარ როლს თამაშობს. ის გვირჩევს ვცადოთ ყველანაირი განათება და მივმართოთ ის ზემოდან ქვემოთ, ლამაზად დაცემული ჩრდილი ნივთებს კიდევ უფრო ლამაზად აჩენს.

6. გამოიყენეთ ნიშები


ნიშა ნებისმიერი ინტერიერის ნამდვილი საჩუქარია. ეს არის არა მარტო დამატებითი შესანახი სისტემა, არამედ ინტერიერის მიზიდულობის ცენტრი. ნიშაში ჩაშენებულ სტელაჟებზე ნივთები განალაგეთ სიდიდის, ფაქტურის და ფორმის მიხედვით.

7. რეგულარული შოპინგი


ინტერიერი საჭიროებს თითქმის ყოველდღიურ განახლებას. მოაწყვეთ ხოლმე შოპინგი და ეცადეთ შესძინოთ ინტერიერს რაიმე ახალი ნივთი.

8. მაგიდის დეკორი


ჟურნალის მაგიდა არა მხოლოდ ინტერიერის დეკორის ნაწილია, არამედ პატრონის პორტრეტიც გახლავთ. ნუ გადატვირთავთ მას ძველი ჟურნალებითა და ნივთებით. ეცადეთ შეურჩიოთ თანამედროვე დეკორი თქვენი საყვარელი ფერებითა და ნივთებით.

9. შერეული ტექსტურა


ნუ შეშინდებით და ყოყმანის გარეშე შეურიეთ ერთმანეთს ხე და ლითონი, მინა და ხე, მინა და ლითონი. ამით მხოლოდ მოიგებთ.

კომენტარის დამატება