სად ჯობს საწოლის დადგმა - პრაქტიკული რჩევები

საინტერესოა, არსებობს კი უნივერსალური ადგილი საძინებელში, სადაც არქიტექტორები, სომნოლოგები, ფსიქოლოგები და ფენშუის მიმდევრები საწოლის დადგმას ერთხმად გვირჩევენ?

ერთი შეხედვით ამ უმარტივეს შეკითხვას კონკრეტული პასუხი ნამდვილად არ აქვს. თითქოს პასუხი მარტივია, საწოლი უნდა დადგათ ისე, რომ ხედავდეთ შემოსასვლელ კარს, ფანჯარას და რაც მთავარია, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, თუმცა რამდენად ზოგადია ეს რჩევები, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, როდესაც საკუთარი საწოლის განთავსებას გადაწყვეტთ.

საწოლის განთავსებასთან დაკავშირებით რამდენიმე მითი არსებობს.



მითი 1

მითი 1 ის არის, რომ საწოლი ძირითადად, მთავარ კედელთან თავით უნდა იდგას, თუმცა
ყოველთვის ასე როდია, ძალიან ხშირად საწოლის ადგილმდებარეობას ოთახის კონფიგურაცია წყვეტს. თუ საძინებელი კვადრატული ფორმის არის, საწოლი ცენტრალურ ზონაში უნდა განათავსოთ, ხოლო გრძელი საძინებელი ზონებად უნდა დაყოთ. თუ ოთახი საკმაოდ დიდი ზომის არის, თავადაც მიხვდებით, რომ ფანჯრის მოძებნა და საწოლის იქ განთავსება მართლაც სასაცილო იქნება, ასეთ შემთხვევაში ეცადეთ, სწოლი ცენტრალურ ზონაში მოათავსოთ.
ფენშუის მიხედვით კი მკაცრად არის განსაზღვრული, რომ საწოლი სწორედ მთავარ კედელთან უნდა იდგას და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა ამ შემთხვევაშიც არის რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი - ამ კედელს არ უნდა უკავშირდებოდეს კომუნიკაციები.



მითი 2

მე-2 მითი ის გახლავთ, რომ საწოლიდან კარგად უნდა ჩანდეს შემოსასვლელი. რეალურად კი იდეალური ვარიანტი ის გახლავთ, როდესაც კარის გაღების დროს საწოლი მთლიანად არ ჩანს.



მითი 3

ითვლება, რომ არ შეიძლება ფეხებით კარისკენ ძილი. პრინციპში, ეს მოსაზრება სწორია. ფენშუის მიხედვითაც, აკრძალულია საწოლის ისე განთავსება, რომ მისი ფეხები კარის გასწვრივ აღმოჩნდეს.



მითი 4

ითვლება, რომ საწოლი კომპასის მიხედვით უნდა დადგათ.

კონკრეტულად ჩამოყალიბებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მოათავსოთ საწოლი, არც ფენშუის აქვს და არც გეომაგნიტური ზონის სპეციალისტებს.
იაპონელები კი აცხადებენ, რომ საწოლი შეგიძლიათ დადგათ ნებისმიერ ადგილას, მთავარია მისი თავი ჩრდილოეთით არ იყოს მიმართული.



მითი 5

ითვლება, რომ თუ თქვენი საძინებლიდან იშლება პანორამული ხედი, საწოლი ამ ხედს უნდა გაჰყურებდეს.

რა თქმა უნდა, ასეა, თუმცა ეს არ ეხება მცხუნვარე მზის მახარეს, როდესაც დილის ძილი ზაფხულში უბრალოდ შეუძლებელია.



მითი 6

ითვლება, რომ საწოლისთვის ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა ისაა, სადაც თქვენ ყველაზე კომფორტულად გძინავთ.

დიზაინერები ერთხმად ენდობიან ამა თუ იმ ადამიანის პირად ინტუიციას და გირჩევენ - საძინებლის მოწყობის დროს მხოლო საკუთარ ინტუიციას მიენდოთ, თქვენზე კარგად ვერავინ გადაწყვეტს, სად ჯობს ძილი, თუმცა ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: საძინებელი დასაძინებლად არსებობს. ტელევიზორი, გაჯეტი, კომპიუტერი, პლანშეტი მოაშორეთ ოთახიდან. არც ფანჯარაში ყურება უწყობს ხელს მშვიდ ძილს. სამშვიდე და სიმყუდროვე, აი, ის მთავარი ფაქტორები, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს თქვნ საძინებელში და უშფოთველი და მშვიდი ძილი თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება.

კომენტარის დამატება