როგორ შევარჩიოთ მოხერხებული კომპიუტერის სავარძელი

თანამედროვე სამყაროში ადმიანებს დიდხანს უწევთ კომპიუტერთან ჯდომა, რაც საკმაოდ დამღლელია, გვეღლება წელი, კისერი, ფეხები. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სამუშაო პროცესი უფრო მოხერხებული და აქედან გამომდინარე ნაყოფიერი და კომფორტული გავხადოთ. გეტყვით, რომ საამისოდ პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ კომფორტული სავარძელი.

მოთხოვნები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს ვატარებთ სავარძელში. თუ მხოლოდ 2-3 საათი გიწევთ მასში ჯდომა არ გჭირდებათ რთული მექნიზმი, ამისათვის ნებისმიერი მარტივი და მოხერხებული სავარძელი გამოგადგებათ. მაგალითად სავარძელი Prestige, რომელიც დიდი ხანია მიიჩნევა სამუშაო სივრცის კლასიკად.



საზურგის მარტივი მექნიზმი, რეგულირებადი
სიმაღლე, გამძლე გადასაკრავი საკმაოდ კომფორტულს ხდის აღნიშნულ მოდელს. აღსანიშნავია ასევე მისი ფასიც, რომლიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერთან მთელი დღის გატარება გიწვევთ გირჩევთ ყურადღება ფუნქციონალურ სავარძელზე გაამახვილოთ. ასეთი სავარძელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • დასჯდომის, საზურგის და იდაყვის დასადები ადგილის რეგულირება
  • რწევის მექნიზმი
  • წელისა და თავის მისაყრდნობი


სავარძლის სიმაღლე სასურველია იყოს 49-დან 59 სმ-მდე. სავარძლის შერცევუს დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მაქსიმალურ სიმძიმეს, რათა გადაჭარბების შემთხვევაში სავარძელი არ გატყდეს.



ასევე ყურადღება მიაქციეთ შალითას, თუ რა აქვს გადაკრული სავარძელს. ტყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გამოიყურება, მოსახერხებელი არ არის. შედარებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს სინთეტიკის შალითიან სავარძელს, თუმცა იდეალური ვარიანტი მაინც ჰაერგამტარი აკრილის ბადეა.



ასევე ძალიან მოსახერხებელია გორგოლაჭებიანი სავარძელი.

კომენტარის დამატება