ავეჯი, რომელიც მოძველებულად ითვლება და ყველაზე დახვეწილი ინტერიერიც შეიძლება გაგიფუჭოთ

2020 წელსაც კი, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერიერი თანამედროვე დიზაინით მოაწყოს, ზოგს მაინც უჭირს ძველ და უფუნქციო ავეჯთან განშორება.
ჩვენ შემოგთავაზებთ დიზაინერების მოსაზრებებს, თუ რომელი ავეჯი მიაჩნიათ მოძველებულად და უფუნქციოდ, გადახედეთ თქვენს ავეჯს, გადაიკითხეთ დიზაინერების მოსაზრებები და საბოლოო დაკვნა თავად გააკეთეთ.

1. შუშის მაგიდა

ასეთი მაგიდა, რა თქმა უნდა, ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ აბა, დაფიქრდით, რამდენად ადვილად მოსავლელია. არც მისი გატეხვა უნდა იყოს ძალიან ადვილი საქმე. თანაც, ტრენდულიც აღარაა.

2. რბილი პუფი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი სავარძლები ნახევარი საუკუნის წინ იტალიაში გამოიგონეს.
მისი დანიშნულება ის არის, რომ ნებისმიერი დაწესებულება ნაკლებად ფორმალური გახადოს, თუმცა სახლში ასეთი პუფების ადგილი ნაკლებადაა. გარდა იმისა, რომ ინტერიერს არ უხდება, აგროვებს ბევრ მტვერს და არც ხერხემლისთვის არის კარგი.

3. ტელევიზორის კედელი-კარადა

ერთი შეხედვით ასეთი კარადა ძალიან პრაქტიკულად გამოიყურება, თითქოს ბევრი ნივთის დაბინავებაა შესაძლებელი, თუმცა რეალურად ეს ე.წ. კედელი მტვრის ბუდეა და უამრავი უსარგებლო ძველმანის თავშესაფრად იქცევა ხოლმე.

4. მასიური ხის საათი

ასეთი ნივთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღები და გამართლებული, თუ ინტერიერიც შესაბამისად ძველებურ სტილშია. თანამედროვე დიზაინს კი ასეთი ატრიბუტები არ შეესაბამება.

5. ე.წ. ტრილიაჟი

ასეთი ტუალეტის მაგიდა ჩვენი ბებიების ოთახს ნამდვილად დაამშვენებდა, თუმცა თანამედროვე სახლებში, თუნდაც მასიურობისა და გაბარიტების გამო, მისი ადგილი არ არის.

6. ვიტრინა

ეს ატრიბუტი მაშინ იყო საჭირო და მისაღები, როდესაც მასში წლობით ხელუხლებელი ჭურჭლის ნაკრებები იყო გამოფენილი, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ასეთმა ჭურჭელმაც დაკარგა აქტუალობა და შესაბამისად, ვიტრინამაც.

7. დივანი-ტრანსფორმერი

დღესდღეობით ბაზარზე იმდენი თანამედროვე დიზაინის და კომფორტული დივნის მოძიებაა შესაძლებელი, რომ ალბათ, თავადაც მიხვდებით, მსგავსი ავეჯის ადგილი თანამედროვე ინტერიერში არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები