ავეჯი, რომელიც დიდი ხანია ანტი-ტრენდად იქცა

მიუხედავად იმისა, რომ ძველი ავეჯის რესტავრაცია ახლა მოდაშია და ადამიანები არ ჩქარობენ ძველი ბუფეტის ან ვენური სკამების მოშორებას, არსებობს ნივთები, რომელთა გადარჩენა ნამდვილად არ ღირს.
რომელი ნივთების ადგილი აღარ არის თქვენს ინტერიერში და რითი შეიძლება ჩაანაცვლოთ ისინი?


ე.წ. ტუალეტის მაგიდები სამფრთიანი სარკეებით წარმოუდგენლად პოპულარული იყო ერთ დროს თუმცა ახლა უმჯობესია საძინებლის ინტერიერი უფრო თანამედროვე მოდელებით შეავსოთ. აირჩიეთ კომპაქტური პროდუქტები უჯრებით, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ კოსმეტიკა, ხელსაწყოები, სავარცხლები და სხვა საჭირო სილამაზის ნივთები. და თუ ღელავთ, რომ ვერ შეძლებთ დაინახოთ, როგორ გამოიყურებით
უკნიდან, ხელის სარკე ან თქვენი სმარტფონი დაგეხმარებათ. და არ დაგავიწყდეთ სრულმეტრაჟიანი სარკე - ეს თქვენი საძინებლის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც მთავარი ფუნქციის გარდა კიდევ ერთს შეასრულებს - ვიზუალურად გაზრდის ოთახის ფართობს.



90-იან წლებში კიდევ ერთი მოდური რამ, რომელიც ახლა წარსულის რელიქვიად ითვლება, არის ხავერდის და ნაქსოვი ავეჯი. საქმე მოხერხებულობას, სიმარტივესა და ფუნქციონალურობას ეხება. პროდუქციის ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია - ის არ უნდა იყოს დამზადებული იაფფასიანი მასალისგან, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაიშლება. რაც შეეხება ოდესღაც მოდურ "სასახლის" ავეჯს, დროა, მოვიშოროთ მსგავის მოდელები და ადგილი გამოვყოთ ელეგანტური ნივთებისთვის, რომლებიც ინტერიერს დაამშვენებს.


წარსულის ინტერიერი ძნელი წარმოსადგენია პატარა სამზარეულოები კუთხეების ავეჯის გარეშე, რაც იდეალურად ითვლებოდა პატარა ოთახისთვის, რადგან მცირე ადგილს იკავებდა. გარდა ამისა, აღჭურვილი იყო სათავსოთი, სადაც საჭირო ნივთების განთავსება იყო შესაძლებელი. თუმცა, თანამედროვე ინტერიერში ასეთი გადაწყვეტა არც ისე შესაფერისად გამოიყურება. სამზარეულოს კუთხის ნაცვლად უმჯობესია დაამონტაჟოთ კლასიკური სასადილო ავეჯი. აირჩიეთ მრგვალი დასაკეცი მაგიდა (ის უფრო კომპაქტურია, ვიდრე კვადრატული), სკამები რბილი დასაჯდომით და კომფორტული საზურგეებით.



პატარა სივრცეებში მრავალფუნქციური ავეჯი შეუცვლელია, რადგან ის ზოგავს ადგილს და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ იგივე ნივთი სხვადასხვა მიზნით. მაგრამ თუ თანამედროვე პროდუქტები ელეგანტურად და აქტუალურად გამოიყურება, ძველი დივნები ნამდვილად ვერ დაამშვენებს თქვენს ბინას. საუბარია მოცულობით კუთხის მოდელებზე. შესაძლოა დივანი მართლაც ბევრ ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ის მისაღებ ოთახს გადატვირთავს, მანევრირების ადგილს არ ტოვებს და თანამედროვე გარემოსგან გამოირჩევა. "დაემშვიდობეთ" მოძველებულ მასიურ ავეჯს და შეცვალეთ იგი მოდულური დივნით ან ცალკეული ნივთებით, რომლებიც იდეალურად მოერგება ინტერიერს.


თუ ჯერ კიდევ გაქვთ საწოლი დიდი, მასიური თავით, დროა გადახედოთ მის როლს თქვენს ცხოვრებაში. შეცვალეთ ავეჯი თანამედროვე ნივთებით ლაკონური დიზაინით, რომელიც არ გადატვირთავს ოთახს. გსურთ აქცენტები საძინებელში? გირჩევთ სწორად გააფორმოთ კედელი.



მუქი ფერის ავეჯი ძვირადღირებულად და მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ სწორედ აქ მთავრდება მისი უპირატესობები. მოდით გადავიდეთ ნაკლოვანებებზე. პირველ რიგში, ასეთი პროდუქტები გადატვირთავს სივრცეს, რაც ვიზუალურად ამცირებს მას. მეორეც, მუქი ზედაპირები არც ისე პრაქტიკულია - მათზე ჩანს ნებისმიერი მტვერი, ჭუჭყი, თითის ანაბეჭდები, ამიტომ ხშირად მოგიწევთ დასუფთავება, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ფანჯრები თითქმის მთელი დღის განმავლობაში ღიაა. და ბოლოს, ასეთი ავეჯი არაკომფორტულად გამოიყურება, ინტერიერს პირქუშს და ვიწროს ხდის. თუ არ გსურთ, რომ ყველა ამ ნაკლოვანების წინაშე აღმოჩნდეთ, უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის ავეჯს. ის უფრო მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება.


შუშის მაგიდა ავეჯის ძალიან საკამათო ნაწილია. ერთი მხრივ, ის მსუბუქად და ლამაზად ამოიყურება, მაგრამ მეორეს მხრივ, პროდუქტი არ არის პრაქტიკული, მასზე მუდმივად რჩება თითის ანაბეჭდები, სველი ჭიქებიდან ლაქები და ა.შ. დღეში რამდენჯერმე მოგიწევთ მისი გასუფთავება, წინააღმდეგ შემთხვევაში არეულობის შეგრძნებას ვერ აიცილებთ თავიდან. გარდა ამისა, შუშის მაგიდა მოძველებულად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინტერიერს აფუჭებს. უპირატესობა მიანიჭეთ თხელ ფეხებზე ღია ხისგან დამზადებულ ავეჯს - ის უფრო მომგებიანად გამოიყურება. ეს ეხება არა მხოლოდ სასადილო მაგიდას, არამედ მისაღებ ოთახში განთავსებულ ყავის მაგიდასაც. მოდაშია როგორც კლასიკური, ასევე უფრო ორიგინალური ვარიანტები, რომლებიც უსაფრთხოდ შეიძლება გახდეს აქცენტი ინტერიერში.

კომენტარის დამატება