თუ ბინის ფართი არ გყოფნით, სცადეთ ეს მეთოდები - 7 გამოსავალი დიზაინერებისგან


იდეალური ბინა არ არსებობს. მაგრამ ჩვენ შევეცდებით, ინტერიერი იდეალურს მივუახლოვოთ. თუ ბინის ფართი არ გყოფნით, ჩვენი რჩევები თქვენთვისაა.

1. თუ მაკიაჟის გასაკეთებელი ადგილი არ გაქვთ
ტუალეტის მაგიდა ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ თუ მისთვის ადგილი არასდროს გყოფნით, გამოსავალი არსებობს.
გადაწყვეტილება: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერის (შეგიძლიათ შეღებოთ) ყველაზე ვიწრო მაგიდა (35 სმ. სიგანის). სასურველია, მას უჯრები ჰქონდეს. მიადგით კედელთან. ჩამოკიდეთ კედელზე სარკე. მაგიდაზე დადგით სანათი და ტუალეტის მაგიდა მზადაა. ამასთანავე, მაგიდა შეგიძლიათ სამუშაო ადგილადაც გამოიყენოთ.


2. ადგილი არაა სამუშაო მაგიდაზე
პატარა ბინაში, პატარა სამუშაო მაგიდაზე საკანცელარიო ყველა ნივთს ვერ დაატევთ.
გადაწყვეტილება: მაგიდის თავზე, კედელზე ჩამოკიდეთ უჯრებიანი თარო, სადაც იდეალურად განათავსებთ წიგნებს, ჟურნალებს, დეკორს.


3. წიგნის თაროები
რა უნდა მოუხერხით თაროებით გადაჭედილ წიგნებს, თუ ელექტროწიგნების კითხვა არ მოგწონთ. პირველი აზრი: დადგათ ძვლებური თაროები; მეორე აზრი: სად დადგათ?
გადაწყვეტილება: გახსნილი სტელაჟი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წიგნის მოყვარული პატარა ფართის მქონეთათვის. ის კარადაზე ვიწროა, მაგრამ წიგნების გარდა დეკორსაც შეითავსებს.


4. სასადილო ზონის არქონა
თუ ფართი არ გაძლევთ საოჯახო სადილ-ვახშამის მოწყობის საშუალებას არ დანაღვლიანდეთ.
გადაწყვეტილება: შეიძინეთ მაგიდა-ტრანსფორმერი. ის შეიძლება ჟურნალის მაგიდა იყოს სასურველ დროს კი სასადილო მაგიდად გადაკეთდეს.


5. გადატვირთული კომოდი შემოსასვლელში
შემოსასვლელის კომოდში უამრავ "საინტერესოს" შეხვდებით: ქვითრები, სარეკლამო ბროშურები, გასაღებები, საჭირო და უსარგებლო წერილები და ა.შ. ზამთარში მათ შეუერთდება: ქუდები, შარფები, ხელთათმანები.
გადაწყვეტილება: თარო-ორგანაიზერში ყველა ნივთი აკურატულად განთავსდება. კედელის საკიდზე კი შარფები და ჩანთა ჩამოკიდეთ.


6. მოუხერხებელი შუქი
ზოგჯერ მოდური სანათი უფრო დეკორისთვისაა, ვიდრე გასანათებლად. სიმყუდროვისთვის კი სასურველი სინათლეა საჭირო.
გადაწყვეტილება: აირჩიეთ აბაჟურიანი სანათო, განსაკუთრებით საძინებელში. ის რომანტიკულ გარემოს შეგიქმნით და სანთლების ანთებაც არ დაგჭირდებათ.


7. სიმწვანის ნაკლებობა
თუ ვიწრო რაფა ქოთნის ყვავილების მოშენების საშუალებს არ გაძლევთ, გადაწყვეტილება არსებობს.
გადაწყვეტილება: ქოთნის ყვავილები შეგიძლიათ სამუშაო მაგიდაზე ან ტუმბოზე ჩამოამწკრივოთ. საუკეთესო ვარიანია ხვიარა მცენარეები, რომლებსაც ჩამოკიდულ ქოთნებში მოამრავლებთ.

კომენტარის დამატება