დღეს სახლი ითავსებს ოფისის, სტუდიის და სხვადასხვა ტიპის როგორც სამუშაო სივრცის, ასევე განტვირთვისა და დასვენების ფუნქციებსაც. მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიამ პირადი სივრცის ფასი სულ სხვანაირად დაგვანახა, თანამედროვე არქიტექტურამ და ურბანულმა დიზაინმა ძველი სტანდარტები მკაფიოდ შეცვალა.
ბუნებასთან სინთეზი – ურბანული პარკები, ვერტიკალური ბაღები, მაქსიმალურად ინტეგრირებული მწვანე სივრცეები. (სინგაპურის "Parkroyal Collection", მილანის „Bosco Verticale“)

ღია გეგმარება და მოქნილი სივრცეები – ოთახები, სადაც შეგიძლია იმუშაო და დაისვენო კიდეც. მინიმალიზმი და სტილი, რომელიც სკანდინავიიდან მოდის: ღია ფერები, ხე, ბუნებრივი ქსოვილები და მეტი სინათლე.
საცხოვრებელ უბნებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა საზოგადოებრივი ზონების არსებობამ. თანამედროვე უბნებში მთავარ მოთხოვნად გაჩნდა ეზოებისა და საერთო ტერასების შექმნა, ასევე გაიზარდა საერთო სამუშაო სივრცეების რაოდენობაც, რაც აქტიური სოციალური ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.
ასევე პრიორიტეტულია ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური მშენებლობა – ნაკლები ბეტონი, მეტი მზის ენერგია, იზოლაცია და „Smart Home“ ტექნოლოგიები.
აღნიშნული სტანდარტები წლებია, საქართველოშიც მკვიდრდება. მომხმარებლის მოთხოვნები და პრიორიტეტები უძრავი ქონების შერჩევისას მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩამოთვლილ მახასიათებლებს, საცხოვრებლად ირჩევენ უბნებს, რომელიც ახლოსაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთაა და მიმდებარედ ყველა საჭირო სერვისიც ხელმისაწვდომია.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა დიღომი 8-ს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. მოსალოდნელია, რომ მომავალში მომხმარებლისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდება უსაფრთხო და გამწვანებული საცხოვრებელი უბნები.
აქ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები გათვლილია შიდა ეზოებზე, სადაც მოძრაობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მწვანე ზონები არა მარტო პარკებშია, არამედ სახლების გარშემო და სახურავებზეც. თანამედროვე არქიტექტურა სინათლეზე, ვენტილაციაზე და თბოიზოლაციაზეა ფოკუსირებული.
დიღომი 8 ეს უკვე არაა უბრალოდ ახალი უბანი, ეს არის თბილისის ახალი სტანდარტი რომელიც წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.