6 მთავარი შეცდომა,რომელიც აუცილებლად გაგიფუჭებთ მისაღების ინტერიერს

საკუთარი სახლის გადაკეთების სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ხანდახან, ულტრამოდის ტენდენციების დევნაში, შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვათ, რომელიც ნებისმიერი სახლის ინტერიერს გააფუჭებს. განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც ასეთ შეცდომებს ვუშვებთ მისაღები ოთახის მოწყობის დროს, სადაც ვღებულობთ სტუმრებს. ამჟამად მიმოვიხილავთ 6 მთავარ შეცდომას, რომელიც არ უნდა დავუშვათ მისაღების მოწყობის დროს.

1. ერთტონიანი ინტერიერი
დღეს ცუდ ტონად ითვლება კედლების და ავეჯის დეკორირება მყვირალა ფერებში. ყვავილებიანი შპალერი და ხალიჩები დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. უფრო აქტუალურია მისაღების ინტერიერი ერთ სტილსა და ფერში. მაგრამ არც აქ უნდა გადავამლაშოთ.
მაგალითად, თეთრი კედლები, ჭერი, ავეჯი და იატაკი ძალიან უსუსურად გამოიყურება. იმისათვის, რომ ასეთ ინტერიერს მივცეთ მეტი მრავალფეროვნება, უნდა შევიტანოთ ნათელი აქცენტები, მაგალითად ფერადი, დეკორატიული ბალიშები, ის მაშინვე შესძენს ოთახს მყუდრო გარემოს.



2. არასწორი განათება
სწორი განათება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მისაღების ინტერიერში. განათების უკმარისობას, ისევე, როგორც ზედმეტ განათებას, შეუძლია სრულიად გააფუჭოს ყველაზე სრულყოფილი ინტერიერიც კი, ამისათვის ცენტრალური განათების (ჭაღის) გარდა, აუცილებელია ვიზრუნოთ დამატებით გამათებაზე (ბრა, ტორშერი და სხვა), მაგრამ გადაჭარბება აქაც არ შეიძლება, ზომიერება ყოველთვის და ყველგან საჭიროა.



3. დეტალების სიჭარბე
იმისათვის, რომ მისაღები მყუდრო იყოს, დიზაინერები ხშირად აფორმებენ ოთახს უფუნქციო ლამაზი ნივთებით: სხვადასხვა თასით, ზარდახშებით და სურათებით, თუმცა მათ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ. ადამიანები კი, რომლებმაც არ იციან დეკორირების კანონები, რისკავენ გადატვირთონ უფუნქციო დეტალებით ინტერიერი და ბოლოს ოთახი ემსგავსება სუვენირების მაღაზიას, ამიტომ, არ არის საჭირო ინტერიერის გადატვირთვა.



4. ტელევიზორის არასწორი განთავსება
ტელევიზორის დაფიქსირება ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ხელს უშლის ხარისხიან ჩვენებას. უფრო კარგია, ტელევიზორი განვათავსოთთ ფანჯრის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, ასეთ შემთხვევაში მზის სხივები არ მოხვდება მონიტორს და არ შექმნის უხერხულობას.



5. ბევრი სარკე
ის, რომ სარკე ადიდებს ფართს, იცის ყველამ და ხშირად მას იყენებენ ოთახის ვიზუალურად გასადიდებლად, მაგრამ ძალიან ბევრი სარკე ნეგატიურად აისახება დიზაინზე. არ ღირს ტელევიზორისა და კედლის წინ მისი განთავსება. ყველაზე მიზანშეწონილია დაიკიდოს ერთი დიდი სარკე ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს.



6. ფარდების არარსებობა
ფანჯრების ფარდებით გაფორმებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ინტერიერი სკანდინავიურ ან ლოფტის სტილშია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქმნება დაუსრულებლობის შთაბეჭდილება. თუ არსებობს იმის საშიშროება, რომ ფარდები ხელს შეუშლის მზის სხივების მოხვედრას ოთახში, მაშინ შეიძლება საერთოდ უარი ითქვას მასზე, მაგრამ ფარდებით ოთახი უფრო მყუდროდ გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები