რეცხვის სწრაფი რეჟიმი ყოველდღიური მოხმარებისთვის არ გამოდგება. რატომ?
სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხის მანქანის ყველა მოდელს აქვს. რამდენიმე ვარიანტი: 30 40 გრადუსსის რეჟიმი და სპეციალური ღილაკი. სწრაფი რეცხვის ღილაკი რეცხვის ნებისმიერ რეჟიმს 30 %-ით ამოკლებს.
რატომ არის ეს სახიფათო?
ლოგინის თეთრეული და პირსახცები აუცილებლად სრული ციკლით უნდა გაირეცხოს, არანაკლებ 60 გრადუსი ტემპერატურისა. საქმე ის არის, რომ მიკრობების უმრავლესობა ძირითადად 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე ნადგურდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ოჯახებისთვის, სადაც არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები .

ზოგადად რეცხვის დროის შემცირება
რატომ ვნებს მანქანას
დიდი ზომის სარეცხი ერთად გროვდება, ამ რეჟიმს არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ სარეცხი თანაბრად გადანაწილდეს დოლურაში. ასეთ დროს რეცხვის პროცესი ბევრად უფრო ხამურიანია ვიდრე სხვა რეჟიმით რეცხვის დროს. სწრაფი რეცხვა მანქანის მომსახურების ვადას კი არ ახანგრძლივებს, არამედ ამცირებს.
თუ მაინც მსგავსი ტიპის რეცხვას ანუჭებთ უპირატესიბას, ჩაყარეთ ორჯერ ნაკლებ ფხვნილი, ვიდრე ჩეულებრივ რეჟიმებზე ყრით ხოლმე, რათა სარეცხმა მოასწროს გავლება და ფხვნილი არ დარჩეს ტანსაცმელზე და ასევე მანქანაში, ცნობილია, რომ მავნე მიკრობები 50 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე აგრძელებენ არსებობას არა მარტო ტანსაცმელზე, არამე მანქანაშიც, სწორედ ამის გამო ჩნდება ხოლმე მანქანში უსიამოვნი სუნი.
სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია ისეთი ნივთების რეცხვის დროს, რომელსაც ყოველდღიურად იცვლით, უბრალოდ ავლებთ, თუ ტანსაცმელს აქვს ლაქები, უსიამოვნო, ოფლის სუნი, გირჩევთ აირჩიოთ რეცხვის სრული ციკლი შედარებით მაღალი ტემპერატურით, სარეცხის საშუალებების ეფექტურობა ხშირად სწორედ წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებულია.



