10 დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს პატარა ბინაში


მცირეგაბარიტიას სახლში თითოეული კვადრატული მეტრის გონივრულად განკარგვა ნამდვილი ხელოვნებაა.
არსებობს მრავალი წესი თუ ხრიკი, რომელიც ამ შემთხვევაში მეტ კომფორტს და სიმყუდროვეს შეგიქმნით, უბრალოდ, ამის ცოდნაა საჭირო და პატარა სახლშიც კი დიდი კომფორტი გექნებათ. მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა ვიქონიოთ მცირეგაბარიტიან ბინაში.

1. ასაწყობი მაგიდა



ჩვენ უკვე ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ პატარა სახლის მეპატრონეებმა ავეჯის შერჩევის დროს უპირატესობა მრავალფუნქციურ ავეჯს უნდა მიანიჭონ. ეს ძალიან მოსახერხებელია. ამ შემთხვევაში საუბარი მაგიდაზე გვაქვს.

2. დაწნული კალათები



ლამაზი და ფუნქციონალური დაწნული კალათები
სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ინტერიერში, დიასახლისებმა დააფასეს იგი.

3.პუფი



ეს ძალიან მოსახერხებელი და მობილური ატრიბუტია, ასევე ძალიან ლამაზი.

4. დიდი სარკე 



ყველამ ვიცით, რომ სარკე ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს, ამიტომაც გირჩევთ ეს წესი არასდროს დაივიწყოთ, უბრალდ გაითვალისწინეთ დიზაინერების რჩევა და ეცადეთ ის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს განათვსოთ, სადაც ის აირეკლავს არა მარტო ოთახს, არამედ ბუნებრივ განათებასაც და ამის შემდეგ მის ეფექტს ორმაგად შეიგრძნობთ.

5. საწოლი სათავსოთი 



როდესაც საუბარია შესანახ სისტემაზე საძინებელში აუცილებლად გაიხსენეთ საწოლი სათავსოთი, ეს ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

6. ღია საკიდი



ღია საკიდი ბევრ ადგილს არ მოითხოვს და ძალიან პრაქტიკულია, ამიტომ, რაც გინდა პატარა სახლი გქონდეთ მასზე უარს ნუ იტყვით.

7. ყუთები



ყუთები უნივერსალური ორგანაიზერია, სადაც ძალიან ბევრი რამის შეანხვაა შესაძლებელი.

8. ღია თაროები



როდესაც სახლში ადგილის დეფიციტია დახმარების ხელს ღია თარო გამოგიწოდებთ, ის არ იკავებს დიდი ადგილს და ინტერიერს ძალიან უხდება ხოლმე.

9. გორგოლაჭებიანი ბარი



ასეთი გორგოლაჭეებიანი მაგიდა, ისევე , როგოც მრავაფუნქციური ავეჯი ძალიან მოსახერხებელია, ის ხან ყავის დასალევად გამოგადგებათ, ხან ვისკის მისრთმევად და ხანაც წიგნის დასადებად.

10. წვრილი საკიდები



ეს ელემენტი პატრა სახლში შეუცვლელია, როდესაც ადგილი პრობლემაა ზედმეტი ნივთის ადგილი არ არის, არადა ძალიან მნიშვნელოვანია ტანსაცმელი მოწესრიგებული და დახარისხებული იყოს.

კომენტარის დამატება