5 ნაბიჯი ვიწრო საძინებლის მოსაწყობად

ვიწრო, გრძელი საძინებელი საკამაოდ გავრცელებული პრობლემაა.  თუმცა არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ერთი საწოლისა და კარადის განთავსებაზე ფიქრი. ოთახის დაგეგმვას სწორად თუ მიუდგებით, ასეთი საძინებლის გადაქცევაც კი არის შესაძლებელი მყუდრო და მოსახერხებელ ოთახად. შევეცდებით მოგიყვეთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

ნაბიჯი 1: ჩამოყალიბდით, სად გსურთ საწოლის განთავსება

დიზაინერების აზრით, ვიწრო საძინებლის მოწყობა ბევრად მარტივია, ვიდრე, მაგალითად, ვიწრო სამზარეულოსი ან მისაღების. იმ ფაქტის გათავლისწინებით, რომ საძინებელი არის ადგილი, სადაც ადამიანმა უნდა მოახერხოს სრულფასოვანი,  ჯანსაღი ძილი და ძალების აღდგენა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ
როგორ განთავსდება საწოლი. რაც შეეხება დანარჩენ ავეჯს, იქნება ეს ტუმბოები, ტუალეტის მაგიდა თუ კარადა, ამაზე შესაძლბელია მოგვიანებით დაფიქრდეთ.

როგორ დავდგათ  საწოლი იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს კარი?

• როგორც წესი, თუ, რა თქმა უნდა, ოთახის წყობა იძლევა ამის საშუალებას, საწოლს ათავსებენ ოთახის ცენტალურ კედელთან, მოპირდაპირე კედელზე კი კიდებენ ტელევიზორს. შესანახი სისტემისთვის კარგად გამოიყენება საძინებლში შესასვლელი. თუ საძინებელი დიდი ზომის არის, საწოლის თავთან კარადების და თაროების გაკეთებაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში საწოლი ოთახის ცენტრში აღმოჩნდება, თავად ოთახი კი გამოჩნდება არა მართკუთხედი, არამედ კვადრატის ფორმის. რაც შეეხება დიზაინს, ის ძალიან ჰარმონიული იქნება. 

• თუ კარი ცენტრშია, მაშინ ავეჯის განთავსების ვარიანტი მხოლოდ ერთი არსებობს. საწოლი უნდა დაიდგას ცენტრში თავით ფანჯრისკენ. თუმცა შესაძლებელია სხვა განლაგებაზე ფიქრიც. თუ საშუალება არის, საწოლი ისე შეაბრუნეთ, რომ ორივე მხრიდან იყოს გასასვლელი ადგილი. ასე ბევრად მოსახერხებელი იქნება. თუ ოთახში აივანიც არის, მაშინ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, ავეჯი მხოლოდ კედლის პერპენდიკულარულად უნდა განთავსდეს, სხვა გზა არ არსებობს. 

თუ ხრუშჩოვკის ტიპის საძინებელთან გვაქვს საქმე და ოთახის სიგანე 230 სმ-ს არ აღემატება, მაშინ ორადგილიანი საწოლი კუთხეში უნდა მოთავსდეს. თუ გასასვლელი დარჩა, ძალიან კარგი ვარიანტი იქნება. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არცთუ ხშირად გვხვდება. როგორც წესი, გასასვლელი ადგილი მხოლოდ ერთი მხრიდან რჩება ხოლმე, თუ ამ ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავთ, გირჩევთ ადგილნახვერიანი საწოლი შეიძინოთ.

ზოგიერთი დიზაინერი გვირჩევს ასეთ შემთხვევაში საძინებელში საწოლის ნაცვლად დივანი მოვათავსოთ, თუმცა აქაც არის რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი. ჯერ ერთი, რომ ყოვედღიურად მოგიწევთ დივნის აკეცვა და გაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კომპრომისზე წასვლას აზრი დაეკარგება. მეორე, გირჩევთ დივანი ისეთი შეარჩიოთ, რომელსაც ექნება სათავსო, სადაც თეთრეულის შენახვას შეძლებთ. ასე ნაწილობრივ მოაგვარებთ ადგილის დეფიციტის პრობლემას. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველაზე კომფორტული დივანიც კი ვერ შეედრება სრულფასოვან საწოლს.

ნაბიჯი 2:  აირჩიეთ - კარადა ან გარდერობი 

თუ ადგილის პრობლემა გაქვთ, რა თქმა უნდა, კარადა უნდა აირჩიოთ, თუმცა, სად უნდა დადგათ კარადა?

• დიზაინერების რჩევით, იმისათვის, რომ ოთახი მაქსიმალურად დახვეწილი გამოვიდეს, კარადა კუთხეში უნდა მოათავსოთ.
• თუ საკმარისი ადგილი არ გაქვთ, აიტაცეთ შესანახი სისტემის საწოლის თავზე განთავსების იდეა. მართალია, თაროების ქვეშ ძილი აცთუ სასიამოვნოა, თუმცა ასე ადგილის დაზოგვას მოახერხებთ.
• გამოსაღები კარადის კარი ვიწრო საძინებელში ნამდვილი ფუფუნებაა. უპირატესობა ისეთ მოდელებს მიანიჭეთ, რომელსაც გასაწევი კარები ექნება. ეცადეთ კარადა სარკიანი იყოს, ასე ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება. 

თუ თქვენი საძინებელი არც ისეთი პატარაა, გირჩევთ განიხილოთ გარდერობის ოთახის ვარიანტი, ტიხრად კი შეგიძლაით გამოიყენოთ მინა ან ხე. 

ნაბიჯი 3: გააკეთეთ აქცენტები 
სივრცის ორგანიზებაში დიდ  როლს თამაშობს კედლების დეკორი, გამოიყენეთ აქცენტები ან მკვეთრპრინტებიანი შპალერი შეარჩიეთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ კედელზე აქცენტის დროს:

• ყველაზე კარგი გადაწყვეტილება გეომეტრიული პრინტია, იქნება ეს ფიუგურები თუ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზები.• აქცენტად შეიძლება გამოიყენთ მინის ან ხის ტიხარი, რომელიც ოთახს ზონებად დაყოფს. 

ნაბიჯი 4: განათება
განათება უნდა იყოს მაქსიმალურად უბრალო და ლაკონური, ჭერი არ უნდა იყოს გადატვირთული. არანაირი მრავალიარუსიანი ჭერი, მისი ადგილი პატარა ზომის საძინებელში არ არის. 

იგივეს გეტყვით ჭაღზე, ჭაღი უნდა იყოს მაქსიმალურად სადა.

ნაბიჯი 5: დეკორი
ვიწრო და პატარა ოთახის ზედმეტად გადატვირთვა ძალიან მარტივია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ღირს, ასე ოთახს უფრო დააპატარავებთ. უარი თქვით მასიურ სარკესა და ნახატებზე, ოთახი უნდა ოყოს მაქსიმალურად მსუბუქი. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები