10 პრობლემა, რომელსაც თავიდან ავიცილებთ გარემონტებული ბინის ყიდვისას

ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა არ არის ადვილი საქმე. ორმაგად საპასუხისმგებლო და რთული კი ბინის ყიდვის საკითხია.

როდესაც ადამიანები რაღაცას ყიდულობენ, ორიენტირებას შინაგან შეგრძნებებსა (მოსწონთ ან არ მოსწონთ) და ფასზე ახდენენ (რამდენად ხელმისაწვდომი ან მისაღები ფასია მათთვის). თუ საქმე ბინის ყიდვას ეხება, ბევრი სხვა ფაქტორიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან საცხოვრებელ ადგილს ყოველდღე არ ვიცვლით. მაშინაც კი, თუ სასურველი ტერიტორია და სახლი აკმაყოფილებს მყიდველის მოთხოვნებს, უამრავი წვრილმანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ერთ-ერთი უმთავრესი კი - რემონტია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსასრულოდ იწელება და ხშირად

შედეგი ვერ ამართლებს მოლოდინს.

საქართველოში ნელ-ნელა ინერგება ახალი სტანდარტი. სულ უფრო მეტი სამშენებლო კომპანია იცვლის სტრატეგიას და ბინებს დასრულებული რემონტით აბარებს.

- რატომ სჯობს გარემონტებული ბინის შეძენა შავი ან თუნდაც თეთრი კარკასის ყიდვას? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის" წარმომადგენელს ვესაუბრეთ. ეს ის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სწორედ დასრულებული რემონტით აბარებს ბინებს "გრინ ბუდაპეშტის" საცხოვრებელ კომპლექსში. მასთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოვაჩინეთ, რომლებიც მთელ რიგ პრობლემებს აგვაცილებს თავიდან.

1. დროის ეკონომია

ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სახლში რემონტი, კარგად იცის, რა ძნელია ლოდინი. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, რემონტი დათქმულ ვადაზე გაცილებით დიდხანს იწელება. როდესაც დასრულებული რემონტით ყიდულობთ ბინას, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დღეს უბრალოდ შეხვიდეთ და იცხოვროთ. გასაღების გადაცემის შემდეგ მფლობელის ერთადერთი საზრუნავი ბინის ავეჯით მოწყობაა.

2. ნაკლები ხარჯი

რემონტი ბინაში, განსაკუთრებით, კაპიტალური, დაუსრულებელ კოშმარს ჰგავს. არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ რემონტზე მინიმუმ მესამედით მეტი ფინანსები იხარჯება, ვიდრე თავიდან გქონდათ გათვალისწინებული. ხშირად, ხარჯების დათვლისას, გვავიწყდება "წვრილმანი" დეტალები, რომლებიც საერთო ჯამში საკმაოდ ხარჯიანია. სავსებით შესაძლებელია რაღაცა დაგაკლდეთ ან დაზიანების შემთხვევაში ხელახლა ყიდვა მოგიწიოთ. გარემონტებული ბინის შეძენისას გაუთვალისწინებელ ხარჯს თავიდან აიცილებთ და საერთო ჯამში, ფინანსურად მოგებული დარჩებით.

3. გარანტია

შედეგი ყოველთვის ვერ ამართლებს მოლოდინს. ხშირად რემონტი არ გამოდის ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. ამის მიზეზი შეიძლება მასალების არასწორი არჩევანი ან ხელოსნის არაპროფესიონალიზმი იყოს. გარემონტებული ბინის ყიდვის მთავარი ღირსება ისაა, რომ თავიდანვე ვხედავთ შედეგს და ვაფასებთ ხარისხს. შესაბამისად, რისკიც არ არსებობს, რადგან შედეგი უკვე გარანტირებულია!

4. არჩევანის სირთულეები

სარემონტო ბინის ყიდვისას გადაწყვეტილებების მიღება თავად გვიწევს. უნდა გავითვალისწინოთ კედლების ფერი, შევარჩიოთ პარკეტი, მეტლახი, მოვიფიქროთ დიზაინი, გავითვალისწინოთ ფერთა შეხამება, ფასები, ხარისხი და უამრავი სხვა დეტალი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო და ძნელი საქმეა. გარემონტებული ბინის ყიდვისას კი მთელ ამ სირთულეებს თავიდან იცილებთ. არ გიწევთ დაუსრულებელი ძებნა ხარისხიანი მაღაზიებისა თუ მასალების. პროფესიონალი დიზაინერები გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს, გაძლევენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს და თქვენთან შეთანხმებით თავად აკეთებენ საქმეს.

5. სახლის გაუთავებელი დალაგება

ეს ნამდვილი საშინელებაა! სამშენებლო ნაგავი და მტვერი აღარ ილევა. განსაკუთრებით ძნელი კი რემონტის შემდეგ სახლის გენერალური დასუფთავებაა, რაც ასევე ბევრ ენერგიას, ნებისყოფას, დროს და ხარჯს მოითხოვს.

6. არ შეგაწუხებთ მეზობლების რემონტი

ახალაშენებულ კორპუსში ბინის ყიდვისას, სადაც ყველა ოჯახი დამოუკიდებლად აკეთებს რემონტს, გაუსაძლისი ხდება დაუსრულებელი ხმაურის ატანა. მეზობლის რემონტიც საკმაოდ დიდი დისკომფორტია. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ბინებს გარემონტებული სახით აბარებენ, ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ, რადგან მაცხოვრებლების კომფორტი პირველ ადგილზეა.

7. ხელოსნებთან ურთიერთობა

პროფესიონალი და მცოდნე ხელოსნის პოვნა საკმაოდ ძნელია. გარდა ამისა, მათ მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ, რადგან ხშირად შეპირებული რამდენიმე კვირა - შესაძლოა რამდენიმე თვედ გადაიქცეს. გასათვალისწინებელია მათი კვების ხარჯებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხია. ბევრი ხელოსანი კი, სამწუხაროდ, ვერ ამართლებს ნდობას... გარემონტებული ბინის ყიდვის შემთხვევაში, თქვენ არ მოგიწევთ ხელოსნებთან კონტაქტი და შესაბამისად, ამ ყველაფერს თავიდან აიცილებთ.

8. მასალების ტრანსპორტირება, სამშენებლო ნაგვის გატანა

სარემონტო მასალების ატანა, ტრანსპორტირება, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თანაც, ტრანსპორტირების დროს, შესაძლოა, მასალა დაზიანდეს და დამატებით მოგიწიოთ ყიდვა.

9. სამშენებლო ნაგვის გატანა

ნაგვის შეგროვება და გადაყრა ხომ ყველაზე არასასიამოვნო პროცედურაა, თანაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის გამო ცდილობ მოაგროვო და ერთიანად გაიტანო. ამ დროს კი წუხდებიან მეზობლები და ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ უხერხულობას ქმნის.

10. სრული კომფორტი

ბინები, რომლებიც დასრულებული რემონტით ბარდება, უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, რის დამოუკიდებლად გაყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი პროფესიონალმა უსაფრთხოების ზომების დაცვით გააკეთოს. სამშენებლო კომპანიები საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას უამრავ ფაქტორს ითვალისწინებენ: ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების ზომებს და კომფორტს ნებისმიერ ასპექტში.
ყველა ზემოთ მოცემული პირობის გათვალისწინებით, ალბათ დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ღირს გარემონტებული ბინის შეძენა და იმ პრობლემების თავიდან არიდება, რომლის წინაშეც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დადგეს.

კომენტარის დამატება