6 ხერხი, რომ ბნელ ოთახს განათებულის ეფექტი შეუქმნათ

ბნელი ოთახი ძალიან მოქმედებს ბინადრების გუნება-განწყობაზე. შეიძლება თავად ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ის შეუმჩნევლად გითრევთ დეპრესიაში, გიჩენთ დაღლილობის შეგრძნებას, გიქრობთ ხალისს. თუ ბნელი გარემო მაინცდამაინც თქვენი სულის გამოძახილი არ არის, რამე უნდა მოუხერხოთ მას. მეცნიერებიც ამტკიცებენ, რომ კარგად განათებულ ინტერიერში ადამიანი უფრო აქტიური და შრომიუნარიანია.
წარმოგიდგენთ 7 მარტივ ხერხს, რათა ოთახს უფრო ნათელი ეფექტი შესძინოთ. თუ ბნელი ინტერიერის მოყვარული ხართ, უბრალოდ შეაფასეთ ეს დიზაინი.
1. შეუხამეთ ნათელი და მუქი ზედაპირები ერთმანეთს.
ეს რჩევა განსაკუთრებით სამზარეულოში გამოგადგებათ. თუ იატაკი და კარადები მუქი

ფერისაა, მაგიდის და სხვა სამუშაო ზონის ზედაპირები ნათელ ფერებში გადაწყვიტეთ.

 2. გამოიყენეთ მაგიდის განათება

3. გამოიყენეთ სარკეები

სარკე განათების მიზნით ისე უნდა დაკიდოთ, რომ მასში ფანჯარა ან განათებული კედელი ირეკლებოდეს. ამ დროს თავად სარკის ზომას და ფორმას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი სწორი ადგილის შერჩევაა, რათა სინათლე აირეკლოს.

4. დაიცავით ბალანსი მუქსა და ნათელ ფერებს შორის

მაგალითად, თუ საძინებლის კედლები მუქია, ღია ფერის გადასაფარებელი გამოიყენეთ. მაშინვე იგრძნობთ მყუდრო ატმოსფეროს.

5. გააფორმეთ ფანჯრები თეთრი ფარდებით

6. გამოიყენეთ მეტი ყვითელი ფერი


თეთრი სიცივის ეფექტს ტოვებს, ყვითელი კი "გაათბობს" და კომფორტულს გახდის ინტერიერს.
ბნელ ოთახში ნათელი ფერები გამოიყენეთ. ყველაზე მარტივ დეტალებსაც კი შეუძლიათ ეფექტის მოხდენა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები