5 საუკეთესო საჩუქარი ახალმოსახლეობისთვის

ახალი სახლი დიდი სიხარული და უამრავი პოზიტიური ემოციაა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი და სასიხარულოა არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, არამედ ყველა ახლობელი ადამიანისთვის. ოჯახის ყველა მეგობარს ერთი სული აქვს მივიდეს, გაიზიაროს ოჯახის ემოციები და თან თავისი მცირე წვლილიც შეიტანოს ახალი სახლის გალამაზებასა და სრულყოფილებაში. ახალმოსახლეობას ხშირად დიდი წვეულებით აღნიშნავენ, როდესაც ყველა სტუმარს ოჯახში საჩუქარი მიაქვს და ასე ცდილობს მათ გახარებას. ევროპაში მიღებულია, რომ მასპინძლები თავად ადგენენ სიას, თუ რა სჭირდებათ და სტუმრები ამ სიის მიხედვით ყიდულობენ საჩუქრებს. საქართველოში ეს ტრადიცია ჯერ–ჯერობით არ
არსებობს და ამიტომ საჩუქარს ყველა თავად არჩევს. როგორც წესი, ამ დროს უპირატესობას ანიჭებენ ჭურჭელს, ტექსტილს, სხვადასხვა სახის ორიგინალურ დეკორაციას.
ახალმოსახლეობის საჩუქრის საყიდალად ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია ბრიტანული ბრენდის „მატალანის“ მაღაზია, რომელიც საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარეობს. მრავალფეროვანი არჩევანი, მოდური და ტენდეცნიური სტილი და ფერები, ყველაფერი რაც სახლში კომფორტისა და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელადაა საჭირო „მატალანში“ დაგხვდებათ. მაღაზიაში აღნიშნავენ, რომ დღეს ახალმოსახლეობისთვის ყველაზე ხშრად შემდეგ ნივთებს ყიდულობენ:

ტექსტილი

თეთრეული ზედმეტი არასდროს არის. ასე რომ ახალმოსახლეობაზე შეგიძლიათ თავისუფლად მიიტანოთ საჩუქრად თეთრეული და არ იფიქროთ იმაზე, სჭირდება თუ არა ის. უკანასკნელ პერიოდში ძალიან აქტუალურია ლურჯისა და მწვანის სხვადასხვა ტონალობები, მდოგვისფერი. ამ და სხვა ფერის მაღალი ხარისხის თეთრეული ხელმისაწვდომ ფასად კი შეგიძლიათ „მატალანში“ შეიძინოთ.

ქოთნები და მცენარეები

სიმწვანე 21–ე საუკუნის საოჯახო მოდის ყველაზე აქტუალური ტრენდია. მათ, ვისაც მცენარეებისა და ყვავილების მოვლის შესაძლებლობა და სურვილი არ აქვს, ხელოვნური მცენარეები შეგიძლიათ აჩუქოთ. ორიგინალური ქოთნები და ულამაზესი მცენარეები ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება.

ფერადი და ორიგინალური ჭურჭელი

ჭურჭელი არასდროს ყოფილა ისეთი ჭრელი, როგორც უკანასკნელ პერიოდში. სადა ტრადიციული ჭურჭელი წარსულს ჩაბარდა და ადგილი ხასხასა, მკვეთრი ფერისა და ნახატის, ხშირ შემთხვევაში, ხელნაკეთ ნივთებს დაუთმო. ძალიან მოდურია ჭურჭელზე მცენარეების პრინტიც.

პლედი და ბალიშები

თბილი და ფუმფულა პლედი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ახალსამოსახელო საჩუქარია. ფილმის ყურებისა თუ წიგნის კითხვის, აივანზე ჩაის დალევის დროს თქვენი განუყრელი ატრიბუტი ხომ ლამაზი პლედი და ფუმფულა ბალიშია. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ ამ სახის საჩუქრით მეგობრებს აუცილებლად გაახარებთ.

სანთლები და სურნელოვანი ჩხირები

თუ ადრე სანთლები და სურნელოვანი ჩხირები მხოლოდ რომატიკულ ვახშამთან ასოცირდებოდა, ახლა მას თითქმის ყველა სახლში ნახავთ. სასიამოვნო არომატი ამშვიდებს და პოზიტიურად განაწყობს ადამიანს. სწორედ ამიტომ გახდა ეს პროდუქტი ძალიან პოპულარული. „მატალანში“ კი სანთლები და ჩხირები არა მხოლოდ სურნელის, არამედ ლამაზი და გამორჩეული დიზაინის მიხედვითაც შეგიძლიათ აარჩიოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები