შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ

თუ რემონტი უკვე გააკეთეთ, შედეგით გამოწვეულმა პირველმა პოზიტიურმა ემოციამაც უკვე გადაგიარათ და ხვდებით, რომ სამზარეულოში განათება არ გყოფნით, მისაღებში გათბობის რადიატორები არ არის საკმარისი ან სათავსო საერთოდ არ გაქვთ და არ იცით, ზამთრის საბნები სად შეინახოთ, თქვენ პირველი და ერთადერთი არ ხართ. რემონტის დროს დაშვებული შეცდომებით ბევრი ადამიანი იტანჯება. შეცდომის გამოსწორება კი საკმაოდ დიდ დროსთან, ენერგიასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
თუ რემონტის გაკეთებას აპირებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანოთ რემონტის დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომელსაც ახალაშენებული და მშენებარე ბინების ვებგვერდი house.ge გთავაზობთ.
წაიკითხეთ რჩევები, რომ თქვენც იგივე შეცდომა არ მოგივიდეთ და ახალი აშენებული თუ უბრალოდ ახალი გარემონტებული ბინით სრული სიამოვნება მიიღოთ.

ცენტრალური გათბობა
არასწორად გაკეთებული ცენტრალური გათბობა ზრდის კომუნალურ ხარჯს ამავდროულად კი ბინაში არასკამარისი სითბოა. აუცილებელია გათბობა დააპროექტოს სპეციალისტმა და არა – გათბობის ხელოსანმა. დაგეგმვის დროს უნდა შეისწავლოთ თბოიზოლაციის ხარისხი, ბლოკის სისქე, ჭერის სიმაღლე, ვიტრაჟების ზომა, გამწოვის ხარისხი კი და უამრავი ისეთი ნიუანსი, რომლის არ გათვალისწინებას აუცილებლად მოაქვს მაღალი გადასახადები თვის ბოლოს და არასაკმარისი ან არათანაბარი სითბო ოთახებში. სწორად დაპროექტებულ გათბობის სისტემას შეუძლია გათბობის ქვაბის საექსპლუატაციო ვადაც გაახანგრძლივოს.

რამდენიმედონიანი ჭერი
რამდენიმე დონიანი შეკიდული, ინტენსიურად განათებული ჭერი წლების წინ ძალიან მოდური იყო. დღეს კი მან აქტუალობა დაკარგა და არამოდურობასთან ერთად რამდენიმე სერიოზული მინუსიც აქვს. მათ შორის, მნიშვნელოვნად ამცირებს ჭერის სიმაღლეს, ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს და უბრალოდ, ლამაზი არაა. განსაკუთრებით არაეფექტურია პატარა სივრცეებში, სადაც ასეთი ინტერნიური განათების საჭიროება არაა.

სამზარეულოს ტექნიკა
სამზარეულოს დაგეგმვამდე ზუსტად გათვალეთ ტექნიკის ადგილი და ამის შესახებ სამზარეულოს ავეჯის ხელოსანთანაც გაიარეთ კონსულტაცია. მაგალითად, გაზქურის მაცივრის გვერდით დადგმა არ შეიძლება. მათ შორის მანძილი მინიმუმ 15 სანტიმეტრი უნდა იყოს.

სამზარეულოსა და აბაზანის სიახლოვე
მილების განლაგების გამო, სამზარეულოსა და აბაზანას უმეტესად ერთმანეთთან ახლოს აკეთებენ ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც აბაზანის კარი მისაღებ ოთახში ხვდება ან გასასვლელი სამზარეულოდანაა. ასეთი დაგეგმარება მარტივია, თუმცა მოგვიანებით ყოველდღიურ ცხოვრებასი ბევრ უხერხულ მომენტს შეგიქმნით.

ხმის იზოლაცია
მეზობლების ხმაურისგან თავის დასაცავად აუცილებელია ხმის იზოლაციის მასალების გამოყენება. შეიძლება რემონტის დროს აღნიშნულზე თანხის გამოყოფა გაგიჭრდეთ, მაგრამ მოგვიანებით ხმაური იმდენად დიდ პრობლემებს შეგიქმნით, რომ ამაზე თანხის დაზოგვა უბრალოდ არ ღირს. ხმის იზოლაციის სპეციალური მასალები შეგიძლიათ გამოიყენოთ სააბაზანოში კანალიზაციის მილებზე და ასე მეზობლების წყლის ხმაც არასდროს შეგაწუხებთ.

ვენტილაცია
აბაზანაში გამწოვი ან ვენტილატორი აუცილებლად ფართის შესაბამისად გააკეთეთ. არასაკმარისი ვენტილაციის შემთხვევაში, მალევე აღმოაჩენთ ობს კედლებზე, აბაზანაზე, ავეჯზე. მუდმივად დაგეორთქლებათ სარკეები და აბაზანაში არასამოვნო სუნი იქნება.

როზეტების მდებარეობა
მათ ვისაც, რემონტის გამოცდილება არ აქვს, ამ საკითხს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, მოგვაინებით კი ძალიან ნანობს დენცქვიტების არასაკმარის რაოდენობას ან როზეტების არახელსაყრელ განლაგებას. სასურველია, დენის ჩამრთველი ოთახის კართან მარჯვენა მხარეს იყოს. დენცქვიტები კი იმ ადგილებში, სადაც ტექნიკის დადგმას აპირებთ. ერთი ცალი რბილ ავეჯთანაც გათვალეთ, რომ სავარძელში კომფორტულად მოთავსებულმა მობილურისა თუ სხვა მოწყობილობების დატენვა მარტივად შეძლოთ.

შპალერი
შპალერის გაკვრა ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან ხშირად გადაბმის ადგილები უშნოდ ჩანს. თუ კედელი იდეალურად სწორი არ არის, სადა შპალერს ნუ გააკრავთ, სასურველია დიზაინიანი შპალერი აარჩიოთ, რომლის მეშვეობითაც კედლის დეფექტს ადვილად დამალავთ.

სათავსო
მაქსიმალურად პრაქტიკულად გამოიყენეთ სივრცე და ეცადეთ საკმარისი რაოდენობის სათავსო გქონდეთ. ეს ყველაფერი ბინის გეგმარების დროს უნდა გათვალოთ. შეიძლება თავიდან იფიქროთ, რომ შესანახი არაფერი გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებით, რომ ასე ნამდვილად არაა.
კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა უკვე გარემონტებული ბინის ყიდვაა. ხშირად მყიდველები ფიქრობენ, რომ ამ გზით საქმეს იმარტივებენ და ზედმეტი წვალების გარეშე უკვე გარემონტებულ ბინას ყიდულობენ. თუმც აუმჯობესია, ახალი ბინა შეიძინოთ და ის თავად საკუთარი გემოვნებით გაარემონტოთ და მოაწყოთ. ახალაშენებული და მშენებარე ბინები კი შეგიძლიათ აარჩიოთ House.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ახალაშენებული, დასრულებული და მშენებარე ბინები, ასევე, დეტალური ინფორმაცია დეველოპერებისა და პროექტების შესახებ. House.ge უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს, რენდერების დახმარებით დეტალურად დაათვალიერონ, როგორ გამოიყურება პროექტი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები