როგორ გამოვყოთ საძინებელი ერთოთახიან ბინებში - 5 პროექტი დიზაინერებისგან


რა აკლია ყველაზე მეტად ერთოთახიან ბინებს? რა თქმა უნდა, ნორმალური, იზოლირებული საძინებელი.
როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა და რას ფიქრობენ ამის თაობაზე პროფესიონალი დიზაინერები?
მცირეგაბარიტიან სახლებში ადგილის პრობლემა რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, აქ ერთი ოთახის ფართი, როგორც წესი, 15-17 კვმ-ს არ აღემატება ხოლმე. მასიური ტიხრები ისედაც პატარა სივრცეს კიდევ უფრო დააპატარავებს და გადატვირთავს.
ამიტომ ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შეიძლება შეზღუდულ სივრცეში პრივატული ზონის მოწყობა. აი, რას გვირჩევენ პროფესიონალები.

ტიხარი - ღია სტელაჟი
ეს ერთოთახიანი ბინის ზონირების არა მხოლოდ ყველაზე მარტივი,
არამედ ყველაზე პრაქტიკული მეთოდია. სტელაჟზე ხომ უამრავი ნივთის განთავსებაა შესაძლებელი, პრაქტიკულისაც და დეკორატიულისაც, რაც ინტერიერს დამატებით ხიბლს შესძენს.


ეს ბინა 41კვ.მ-ია, ოთახი კი 18 კვ.მ. სივრცე გაყოფილია საკმაოდ პრიმიტიულად, თეთრი ფერის სტელაჟით, რომელიც არ იქცევს ზედმეტ ყურადღებას. არადა, ეს სტელაჟი თავის საქმეს კარგად ასრულებს.
წარმოგიდგენთ სივრცის სტელაჟით ზონირების კიდევ ერთ ვერსიას, სადაც 35 კვ.მ ფართია გაყოფილი.


სტელაჟი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფორმისა და ფერის, ასევე ზომის. თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი, რომლის გათვალისწინების რეკომენდაციასაც იძლევიან დიზაინერები, ეცადეთ სტელაჟი იყოს სადა, ღია ფერის, რათა შეზღუდული სივრცე კიდევ უფრო არ დაპატარავდეს. მხოლოდ სადა და მსუბუქი ტიხარი მოაგვარებს თქვენს პრობლემას ესთეტიურად მისაღებად.



ზონირება შირმით

ეს მეთოდი უფრო მარტო მცხოვრები რომანტიული გოგონებისთვის იქნება მისაღები და მოსაწონი. მით უმეტეს, რომ ამ მეთოდს არანარი ძალისხმევა არ სჭირდება, უბრალოდ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, შეიძინოთ, მიიტანოთ სახლში და დადგათ.



ზონირება ტიხრით
ზონირების აღნიშნული მეთოდი, წინა ორისგან განსხვავებით, ფინანსურ და ფიზიკურ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, რომელიც სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. ეს შედარებით შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი წვალებად ღირს, როგორც წესი, ის მოლოდინს ამართლებს ხოლმე.


ეს სახლი საფრანგეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართ 35 კვ.მ-ია. აქედან 5 კვადრატული საძინებელს დაუთმეს. საწოლის საპირისპიროდ კი დიდი სარკიანი კარადაა დამონტაჟებული. მშვენიერი გადაწყვეტილებაა.
ტიხარი შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი ჩაშენებული კარადის სახით, ან შემინული, ფარდიანიც კი.

ზონირება კარადით
ეს სტელაჟით ზონირების თითქმის იდენტური ვარიანტია, ოდნავ უფრო კონსრევანტიული. თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია კარადა იყოს ვიწრო და მაღალი. ამ თ, ისევე, როგორც სტელაჟის დროს, კარგი იქნება კარადა იყოს კედლების ან იატაკის ფერი.



ზონირება ფარდებით
ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ეს ზონირების ყველაზე მტვრიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პოპულარული და ელემენტარულიც.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები