სახლი კორიდორით თუ კორიდორის გარეშე - რატომ არის აუცილებელი, პატარა შემოსასვლელი მაინც

ბინა შესასვლელის გარეშე - ეს კარგია თუ ცუდი? რთულია ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა - ზოგისთვის ეს კარგია, ზოგისთვის კი - ცუდი, მეტიც, მიუღებელი. ჩვენს ქვეყანაში ძველ ბინებში კორიდორის არსებობა არავის უკვირს, მეტიც, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება ითქვას, რომ უფროს თაობას კორიდორის გარეშე უფრო გააოცებთ, ვიდრე კორიდორით, აი, ახალ აშენებულ სახლებში კი თანამედროვე დიზაინის ბინებია და ძალიან ხშირად ამ დიზაინში კორიდორი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

მაინც, რა არის კორიდორი? როგორც წესი, კორიდორში განთავსებულია ის ნივთები, შესანახი სისტემები, რომელსაც სხვა
ოთახის ინტერიერში უბრალოდ ვერ წერენ. აქ არის ხოლმე საკიდი, რომელზეც სახლში შესვლისთანავე კიდებენ ქურთუკს, ქუდს, ქოლგას, იხდიან ფეხსაცმელს და ა.შ. აქ ხშირად ველოსიპედსაც ნახავთ. თუ ადგილი იძლევა ამის საშუალებას, შესაძლებელია აქ შინაურ ცხოველებს სათამაშო და მოსასვენებელი ზონაც კი მოუწყოთ. ასე რომ, კორიდორი საკმაოდ საჭირო ადგილი და ზონა ყოფილა.

აი, კორიდორის გარეშე კი შესაძლებელია, რომ ბევრ პრობლემას გადააწყდეთ, მაგალითად ქუჩიდან შემოსული ადამიანი ვერსად გაიხდის ფეხსაცმელს და ქურთუკს, პირდაპირ ოთახში შესვლის შემთხვევაში მთელი ქუჩის მტვერი და ჭუჭყი პირდაპირ სახლში შევა.

დიზაინერები გვირჩევენ მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ და ფუნციონალურად მაინც მოაწყოთ შესასვლელი ზონა, გავტიხროთ ვიწრო კარადით ან სხვა ნივთით.
ადამინები ხშირად ცდებიან და ცდილობენ ფართის მომატების მიზნით უკვე არსებული კორიდორი გააუქომონ და ის ფართობი საერთო სივრცეს მიუერთონ, თუმცა სპეციალისტები გვირჩევე, ეს არ გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ შესასვლელი ზონა.

იდეები შემოსასვლელის გასაფორმებლად - ნებისმიერი ფართის სივრცისთვის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები