როგორ გავაახლოთ ოთახი, რომ თავი მყუდროდ ვიგრძნოთ

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ინტერიერის მოსაწყობად ყველაფერი იღონეთ, ძალ-ღონე არ დაიშურეთ, მაგრამ ის სიმყუდრვე ვერ მოიპოვეთ, რომლისკენაც მიისწრაფვოდით, სახლში დაბრუნებული თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

  • პირველ რიგში თავიდან მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ და რომელსაც თქვენს სახლში ფუნქცია არ აკისრია. თუ თვლით, რომ ყველაფერი გჭირდებათ და თქვენს სახლში ზედმეტი არაფერია, მაშინ ეს პუნქტი შეგიძლიათ უბრალოდ გამოტოვოთ.
  • ეცადეთ კარგად დაიმახსოვოთ ყველა ის დეტალი, ფერი თუ სტრუქტურა, რომელიც მოგეწონებათ ჟურნალში, ტელევიზორში თუ ვებგვერდზე, სამომავლოდ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ
    და ეცადეთ საკუთარ ინტერიერშიც დანერგოთ.
  • საკუთარ ინტერიერს და სახლს შორიდან შეხედეთ, ასე უკეთ, შორიდან დაინახავთ ყველაფერს და სულ სხვაგვარ დასკვნებს გამოიტანთ.
  • ყველა თქვენი ნივთი დაალაგეთ იატაკზე და ეცადეთ შექმნათ კომპოზიცია, თუ გგონიათ, რომ ჭურჭელი მხოლოდ სამზარეულოში უნდა გამოიყენოთ, ძალიან ცდებით. ყველაზე საყვარელ ნივთებს ადგილი იქ მიუჩინეთ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.

კომენტარის დამატება