როგორი საძინებლის მოწყობაა შესაძლებელი მცირეგაბარიტიან სახლში - იდეები

დიდი და ლამაზი სახლი ყველას უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყველას როდი აქვს და ძალიან ხშირად ადამიანები ვდგებით დილემის წინაშე - როგორ მოვაწყოთ საძინებელი შეზღუდულ სივრცეში ისე, რომ ლამაზიც იყოს და თან მოხერხებული.
შემოგთავაზებთ პროფესიონალ დიზაინერთა მიერ საგულდაგულოდ შერჩეულ ვარიანტებს.


აი, მაგალითად ამ 8 კვ.მ-ში სრულფასოვანი სახლია მოწყობილი საძინებლით, სამზარეულოთი და აბაზანით და როგორც ხვდებით, ყველაფერი კარადებშია ჩამალული. ორიგინალურიც არის და არც დასაწუნი აქვს რამე.



მაღალი ჭერის მეპატრონეებს კი აქვთ საშუალება, საძინებელი მეორე სართულზე გააკეთონ.





თუ იმდენი ადგილი არ გაქვთ,
რომ საძინებელი ერთ კონკრეტულ ადგილზე განათავსოთ, დაფიქრდით მოძრავ კუბზე, მაგალითად
 წითელზე - საკმაოდ კრეატიული და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.


არც ორსართულიანი საწოლის პრინციპის გადმოღებაა ურიგო იდეა, ორი ერთში, ასე შეგიძლიათ უწოდოთ ამ იდეას, საკმაოდ მოხერხებულია და თან, ლამაზი.




რაც შეეხება პოდიუმს, ამ ვერსიას დიდი ხანია უკავია თავისი ნიშა ინტერიერის დიზაინში და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

კომენტარის დამატება