მოზარდის ოთახი: მნიშვნელოვანი წესები

ჩვენი შვილები ყოველდღიურად იზრდებიან და იცვლებიან. ის, რაც გუშინ მოსწონდათ და რითიც აღფრთოვანებულები იყვნენ, დღეს შესაძლოა საერთოდ აღარ მოსწონდეთმ ამიტომაც მოზარდის ოთახის დიზაინი განსხვავებულია.
მაინც, რითი განსხვავდება მოზარდის ოთახის დიზაინი ბავშვის ოთახის დიზაინისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან საყვარელი და თბილი იყო? როგორ უნდა მოვაწყოთ თინეიჯერის ოთახი? აი, მთავარი წესები:

ავეჯის ფერი

ჩაშენებული კარადის იდეალური ფერია თეთრი, ნაცრისფერი, ხისფერი. ეს აბსოლუტურად ნეიტრალური ფერებია, რომლებიც იდეალურად ერწყმის ყველაფერს.

ფერთა პალიტრა

ფერთა ძირითადი პალიტრაც უმჯობესია ნეიტრალური იყოს. მიწისფერი, ნაცრისფერი, ინდიგო, როგორც აქცენტი.
მოზარდებს უყვართ ოთახის საკუთარ თავთან ადაპტირება. დროდადრო მოზარდის ოთახს უამრავი მისთვის საჭირო ნივთი და აქსესუარი ემატება, რომ არა ძირითადი ნეიტრალური ფერები, ოთახის აღქმა უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

განათება

ყველაზე მნიშვნელოვანი განათებაა. ყველაზე უბრალო ინტერიერიც კი შესაძლოა განათებამ ძალიან საინტერესო გახადოს.

ავეჯი

მოზარდის ოთახში შესანახი სისტემა უმჯობესია დახურული იყოს და რაც შეიძლება მეტი. ასე სისუფთავის დაცვა ბევრად მარტივი იქნება. ღია შესანახი სისტემა, მით უმეტეს მოუწესრიგებელი, ვიზუალურ ქაოსს ქმნის. ძალიან კარგი იქნება, თუ მოზარდს ექნება პირადი სივრცე განმარტოებისა და საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად.

სტილი

რაც შეეხება სტილს, უმჯობესია უპირატესობა თანამედროვე სტილს მიანიჭოთ.

გაეცალეთ!

თინეიჯერის ოთახის მოწყობის დროს მთავარი არის ის, რომ მას არჩევანის საშუალება მისცეთ და უბრალოდ გაეცალოთ.

კომენტარის დამატება