როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფანჯრის რაფები სამზარეულოს "გასადიდებლად"


ყველამ კარგად ვიცით, რომ ფანჯარა ინტერიერის ის აუცილებელი ელემენტია, რომელიც  ოთახში სინათლის შემოსაშვებად და გასანიავებლად არის საჭირო. არადა, ამ ელემენტს შეგვიძლია დამატებითი დატვირთვაც მივანიჭოთ და ის სახლის, ინტერიერის კიდევ უფრო ფუნქციურ ნაწილად ვაქციოთ, განსაკუთრებით, მცირეგაბარიტიან სამზარეულოში.

ზოგჯერ ფანჯრის რაფა იმდენად ვიწროა, რომ მასზე ყვავილები ქოთანიც კი არ ეტევა, თუ ასეა, გირჩევთ ძველი რაფა საერთოდ გააუქმოთ და გააკეთოთ განიერი, რომელსაც სამუშაო ზონადაც კი გამოიყენებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ შემთხვევაში ფანჯრის რაფის სიმაღლე სამზარეულოს გარნიტურის შესაბამისი იყოს.

ხშირად ხდება, რომ ადგილის დაზოგვის
მიზნით, დიზაინერები სამზარეულოს ნიჟარის განთავსებას ფანჯრის წინ გვირჩევენ. მართალია, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა იდეა იმდენად კარგია, რომ დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

ძალიან ლამაზად და ასევე კომფორტულად გამოიყრება ფანჯრის რაფით ბარის მაგიდის გაკეთება. დამქანცველი დღის შემდეგ ფინჯანი ჩაით ან ყავით ფანჯარასთან ჩამოჯდომა და დასვენება ყველას ესიამოვნება.

შეზღუდულ სივრცეში ყოველთვის არის შესანახი სისტემის ორგანიზების პრობლემა, ჰოდა, ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ განიხილოთ ფანჯრის მიმდებარე ტერიტორია. ეს ლამაზიც იქნება და მოსახერხებელიც. დიზაინი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, როგორც ღია სტელაჟი, ისე დახურული კარადა.

არის შემთხვევები, როდესაც სამზარეულოს ძალიან დაბალი ფანჯრის რაფა აქვს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწყოთ მოსასვენებელი ზონა, რომელიც ვიზუალურადაც ძალიან ეფექტურად გამოიყურება და კომფორტულიცაა.

და ბოლოს, შესაძლებელია მოაწყოთ არა მხოლოდ ბარის მაგიდა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, არამედ სრულფასოვანი სასადილო ზონა. თუ სამზარეულო ძალიან პატარაა ეს მაგიდა შესაძლოა დასაკეციც იყოს და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოგებული დარჩებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები