ყველა სახლს თავისი განსაკუთრებული აურა აქვს, რაც ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა ხოლმე. მეტიც, იმ ნივთების მიხედვით, რაც იქაა განთავსებული შეიძლება ივარაუდოთ, როგორი გემოვნება ან ცხოვრების სტილი აქვს ადამიანს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფარდებს, რომლებიც, მათი ზომის გამო, ყველას ყურადღებას ადვილად იპყრობს. ისინი არა მხოლოდ დეკორის ნაწილია, არამედ სივრცის განწყობაზეც მოქმედებენ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მათი მოვლის საკითხი მეორეხარისხოვანი ხდება, რაც ფორმისა და ელეგანტურობის დაკარგვით სრულდება.
ამ ყველაფრისგან რომ დაზღვეული იყოთ, ფარდების ქიმწმენდა Milana-ს უნ
რატომ არის აუცილებელი ფარდების რეგულარული წმენდა?
ფარდების რეგულარული წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკური მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დასაცავად.
ფარდებში, დროთა განმავლობაში, მტვერი, ცხოველების ბეწვი და სხვა ალერგენები გროვდება. ნელ-ნელა მათ ზედაპირზე უხილავი ფენა ჩნდება, რომელიც ჰაერის ცირკულაციას ართულებს და თქვენი საცხოვრებელი სივრცის ჰიგიენაზე აისახება. მტვრის ტკიპები და ბაქტერიები ხშირად ალერგიას, ქავილს ან სუნთქვის გაძნელებას იწვევს. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის თამბაქოს კვამლი და სამზარეულის სუნიც. გაყვითლებული ან სპეციფიკური სუნის მქონე ფარდები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სახლი მოუვლელია.
მნიშვნელოვანია, რომ დაგროვილი მტვერი და ჭუჭყი ქსოვლის ბოჭკოებს აზიანებს. რეგულარული მოვლით კი, ფარდები პირვანდელ იერსახეს დიდხანს შეინარჩუნებენ.
პროფესიონალური ფარდების ქიმწმენდა, არამხოლოდ გარეგნულ სისუფთავეს, არამედ ღრმა წმენდას უზრუნველყოფს. სპეციალური სარეცხი საშუალებები ქსოვილის ბოჭკოებამდე აღწევს და მათ ფორმასა თუ ფერს იცავს.
როგორ განსაზღვროთ ფარდების წმენდის სიხშირე?
ფარდების წმენდის სიხშირე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ოთახის ტიპზე, ფარდის ქსოვილზე, გარემო პირობებსა და მათი გამოყენების ინტენსივობაზე.
მაგალითად, საძინებლისა თუ მისაღები ოთახის ფარდებზე მტვერი შედარებით ნელა გროვდება და წმენდა 4 თვეში ერთხელ საკმარისია. სამზარეულოში ქსოვილი ცხიმით, ორთქლითა და სპეციფიკური სუნით ხშირად იჟღინთება, ამიტომაც, ქიმწმენდა 2-3 თვეში ერთხელაა რეკომენდებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვის ოთახი საჭიროებს, რადგან იქ სისუფთავე ყოველთვის დაცული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალური წმენდა 2-3 თვეში ერთხელ აუცილებელია.
რაც შეეხება ქსოვილის ტიპებს - ტიული, ბამბა და სინთეტიკა ადვილად ირეცხება, მათი წმენდა 3-4 თვეში ერთხელაა სასურველი. ველვეტი, ჟაკარდი და აბრეშუმი ქიმწმენდას წელიწადში ერთი-ორჯერ საჭიროებს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ გარემო ფაქტორებიც და თუკი ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც ბევრი მტვერია, პროფესიონალური სერვისი უფრო ხშირად გამოიყენეთ.
Milana პრემიუმ ხარისხის მომსახურებას გთავაზობთ. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს ნივთებს მოუფრთხილდებიან და ახალ სიცოცხლეს აჩუქებენ. ამიტომაც, ქიმწმენდა თბილისში მათ უნდა მიანდოთ.
როგორ მოუაროთ ფარდებს წმენდის შემდეგ?
წმენდის შემდეგ ფარდების სწორად მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად რეცხვის პროცესი. საბოლოო შედეგი და ქსოვილის ფორმისა თუ ფერის შენარჩუნება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ისინი ყოველთვის მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას უნდა გაშრეს, რათა ფერი არ დაკარგოს. მაღალ ტემპერატურაზე გაშრობამ შეიძლება ქსოვილის ფორმა შელახოს. გარდა ამისა, Milana გირჩევთ, როგორ დააუთოვოთ ფარდები. მნიშვნელოვანია, დაბალი ტემპერატურა და ქსოვილისთვის რეკომენდებული რეჟიმის გამოყენება. ასევე, აბრეშუმისა და სინთეტიკის შემთხვევაში, დამცავი ნაჭერი დაგჭირდებათ. ტიულისა და მსუბუქი ქსოვილების დაუთოების საუკეთესო გზა კი ორთქლის უთოა.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ წმენდის შემდეგ, სანამ ფარდებს დაკიდებთ, ოთახი გაანიავოთ, რათა ნესტი ან რაიმე სუნი არ დარჩეს.
რატომ უნდა აირჩიოთ პროფესიონალური ქიმწმენდა?
ფარდების ქიმწმენდა საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ნაზ, მძიმე ან ძვირფას ქსოვილებთან გაქვთ. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. არასწორი წმენდის მეთოდმა შეიძლება მათი ბოჭკოები დააზიანოს ან გაახუნოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ვის ხელში აღმოჩნდება თქვენი ნივთები. ქიმწმენდა თბილისში Milana-ში უდიდეს კომფორტთან ასოცირდება. ეს არის ადგილი, სადაც მთლიანად მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა აქვთ. გარდა ამისა, „მილანა“ საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ქარხანას ფლობს, რაც ხარისხის კიდევ ერთი გარანტიაა. გამოცდილი ქიმწმენდის ტექნოლოგები სპეციალური ტემპერატურული რეჟიმითა და განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ, რაც უზრუნველყოფს, რომ ფარდები ახალივით გამოიყურებოდეს.
სისუფთავე სივრცის განწყობას ცვლის, ის გარემოს უფრო ნათელსა და მყუდროს ხდის. ფარდების მოვლა მხოლოდ რიგითი საყოფაცხოვრებო საკითხი არ არის. ქალბატონებისთვის, რომლებისთვისაც ელეგანტურობა, ესთეტიკა, სისუფთავე და ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვანია, ფარდების ქიმწმენდა აუცილებელი საზრუნავია. ხშირად, სწორედ ამით ვლინდება საკუთარი თავისა და სახლის მიმართ დამოკიდებულება.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ Milana-ს მიმართავთ, თქვენი ფარდების სისუფთავე ყველას ყურადღებას მიიპყრობს.
R



