წიგნებით ოთახების გალამაზებაც შეიძლება - მოდური და პრაქტიკული ხერხები

 ხშირად დაგვიცინია დიასახლისებისთვის, რომლებიც წიგნებს ყდის ფერის მიხედვით ირჩევენ - როგორ მოუხდება შპალერს ან ფარდების ფერს. რამდენიც არ უნდა ვიცინოთ, ვერ უარვყოფთ, რომ წიგნებსაც სჭირდება ლამაზად და ინტერიერის შესაბამისად განთავსება. კამათიც არ ღირს იმაზე, რომ წიგნები ნამდვილად შინაარსის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, განლაგებაზე კი მოგვიანებით იზრუნებთ. წიგნების მილაგ-მოლაგების თემა მეტ-ნაკლებად ყველა ოჯახში აქტუალურია. ქართველებს ხომ წიგნებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, ამის გამო ოჯახებში თაობების მიერ ნაგროვები ბიბლიოთეკა გროვდება. თქვენი წიგნები ნამდვილად იმსახურებენ ღირსეულ ადგილს ინტერიერში. ზოგიერთი კი ისეთი ლამაზია, თავად გამოდგება ინტერიერის

სამკაულად. ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა იდეებმა შეიძლება თავად შთაგაგონოთ უკეთესი და უფრო პრაკტიკული იდეები.

წიგნები ჟურნალის მაგიდაზე
ჟურნალის მაგიდა პირველია, რის წინაშეც სტუმრად მოსული ადამიანი აღმოჩნდება. მაგიდაზე ლამაზად დაწყობილი წიგნები თითქოს ამბობენ "კეთილი იყის თქვენი ფეხი ჩემს მყუდრო კუთხეშიო". ეს შთაბეჭდილება უფრო გაძლიერდება, თუ წიგნებს ლამაზ ლანგარზე განათავსებთ და გვერდით ყვავილებს დაუწყობთ.


სამაგიდო პეიზაჟი
ინტერიერის დიზაინერები ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ. ეს სტილი ინგლისში წარმოიშვა. სწორედ იქ გადაწყვიტეს ყოფითი საგნებისგან საწერ თუ საჟურნალო მაგიდებზე კომპოზიციები შეექმნათ. დააკვირდით ამ ფოტოს - აქ წიგნები სანათის სადგამად არის გამოყენებულია. გვერდით ყვავილის ქოთნები და ეს ყველაფერი ნახატის ფონზე.


ნათელი ფერები
თეთრი ფერის ნივთები თეთრ კარადაში ძალიან მდიდრულად გამოიყურება, თუმცა ცოტა ერთფეროვანია. მას სხვადასხვა ფერის "ლაქები" სჭირდება, რისთვისა წიგნები კარგი გამოსავალია. ღია ფერის თაროებზე კაშკაშა ფერის წიგნები დააწყვეთ. ამით ინტერიერი მნიშვნელოვნად გადახალისდება. ზედმეტი ხარჯის გარეშე ოთახის გასალამაზებლად უკეთესს რას მოიფიქრებთ?


ყუა და ყდა
წიგნები, რომლებსაც ყუა და ყდა ძალიან გაცვეთილი აქვთ, სასურველია გაახლოთ. დღეს შესაფუთი ქაღალდების უზარმაზარი არჩევანია და წიგნების დიზაინის შესაცვლელად ბევრი შრომა არ მოგიწევთ. შემოაკარით ძველ წიგნებს ახალი და დახვეწილი დიაზაინის მქონე ქაღალდები და თქვენს ოთახს განუმეორებელი ხიბლი შეემატება. გადასაკრავად ისეთი ფერები შეარჩიეთ, რომლებიც თქვენს იტერიერს მოუხდება.


საბავშვო კუთხე
ბავშვიან ოჯახებში, როგორც წესი, ბევრი საბავშვო წიგნი იყრის თავს. გამომცემლები ზრუნავენ, რომ მათი ყდები რაც შეიძლება მიმზიდველი და თვალისმომჭრელი იყოს. რატომ არ უნდა ისარგებლოთ ამ სილამაზით? ოთახის რომელიმე ყრუ კდელზე დაამონტაჟეთ სადა ფერისა და დიზაინის თაროები. შემდეგ წიგნები დააწყვეთ. გარდა იმისა რომ ლამაზია, პრაქტიკულიცაა - ბავშვს ხომ წარა-მარა რაღაცის დათვალიერება უნდა. თანაც ყოველ ღამით ძილის წინაც დაგჭირდებათ კითხვა.


გააცოცხლეთ ბუხარი
იშვიათად, მაგრამ სახლში შეიძლება გაუქმებული ბუხარი აღმოგაჩნდეთ და აუცილებლად გამოიყენეთ წიგნის კარადად. ასეთი ორიგინალური კარადა-თარო ოთახს ძალიან უხდება და სიმყუდროვეს ანიჭებს. საერთოდ, თაროები ყველაზე კარგი საშუალებაა ოთახისთვის ამა თუ იმ ეფექტის მისაჭებლად. მთავარია, კარგად დაგეგმოთ.


მნიშვნელოვანი აქცენტი
ზოგიერთ ოჯახში მართლაც ძალიან ბევრინ წიგნია. ნუ შეუშინებით მათ ერთად, მასიურ კარადაში თავმოყრას. უბრალოდ, სცადეთ სერიული გამოცემების და ერთი ფერის ყდების დაჯგუფება, ზოგი ჰორიზონტალურად დააწყვეთ, ზოგი - ვერტიკალურად. კარადას ასე უფრო მოდური იერი მიენიჭება


საწოლის თავი
თუ სახლში ბლომად გავქთ უკვე დრომოჭმული ლიტერატურა (მაგალითად, საბჭოთა იდეოლოგიური), მაკულატურაში ჩაბარებამდე რამდენიმე ცალი ამოარჩიეთ და წებოს საშუალებით რომელიმე საწოლი ამ სახით გააფორმეთ...

რა თქმა უნდა, ყველაფერი გემოვნებასა და ოტახების ტავისებურებაზეა დამოკიდებული. წარმოგიდგენთ სხვა, არანაკლებ საინტერესო ხერხებსაც

კომენტარები

ვანდა 2016-02-04 12:14
ძალიან კარგი რჩევებია ^_^ ძალიან კარგი საიტია
დიანა 2015-11-19 23:12
ძალიან მომწონს თქვენი საიტი :))

კომენტარის დამატება