აი, როგორ შეიძლება ბოკლებისა და ფუჟერების გამოყენება საახალწლოდ

ყველამ კარგად იცის გამოთქმა, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე ჩაივლის მთელი წელიო. ამიტომაც არის, რომ ახალი წლის ღამეს ყველა განსაკუთრებულად ვცდილობთ ჩვენი სუფრის გალამაზებას.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან მარტივ და ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შეიძლება გავალამაზოთ ახალი წლის სუფრა.

ყველა ოჯახში მოიძებნება მოძვბელებული ბოკლები ან ფუჟერები, რომელთაც აღარ ხმარობენ. აი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ჭურჭელი.

კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ ჭიქები, გადააბრუნეთ. ბოკლების შიგნით აბსოლუტურად ნებისმიერი დეკორის მოთავსებაა შესაძლებელი, ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის სათამაშო ან თუნდაც უბრალო კანფეტი, ორცხობილა, კაკალი თუ
თხილი. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ დეკორატიული სანთელი.





უბრალო მინის ლარნაკითა და მოძველებული ნაძვის ხის სათამაშოებით აი, ასეთი სილამაზის გაკეთებაა შესაძლებელი.





თუ დეკორატიული სანთლების შეძენას ვერ ახერხებთ, ნუ დაღონდებით, უბრალო სანთლებითაც არის შესაძლებელი საახალწლო განწყობის შექმნა.





ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ ძველი ბოკლების თოვლის ბაბუებად გადაქცევა და ბავშვების გახარება.





ბოკლები შეგიძლიათ გააფორმოთ მაქმანებით, ბისერებით და სხვადასხვა აქსესუარებით. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

წყლისა და ცეცხლის შეხამება ხომ საერთოდ, ძალიან რომანტიულს გახდის თქვენს საახალწლო სუფრას. აიღეთ ლამაზი, არა ღრმა ლარნაკი ან თეფში, ჩაახით ცოტა წყალი, ჩაყარეთ ფოთლები და დეკორაცია მზად არის.





ასე გაფორმებული ბოკლები შეგიძლიათ მინის თაროზეც შემოალაგოთ. ნამდვილად ორიგინალური და ლამაზია.

ასევე ძალიან ეფექტურია ბოკლების ფეხის ბრჭყვიალებით მორთვა.









ასე მარტივად შეგიძლიათ მიანიჭოთ ახალი სიცოცხლე ერთი შეხედვით მოძველებულ და გამოუსადეგარ ნივთებს.




ამ უმარტივესი დეკორის შესაქმნელად კი მხოლოდ ცარიელი მინის ბოთლი და უბრალო გირლანდა დაგჭირდებათ.



კომენტარის დამატება